ბიზნესი
14/06/2023

"მაკშაურმა" განცხადებას ავრცელებს

"მაკშაურმა" განცხადებას ავრცელებს. "გვინდა გამოვეხმაუროთ მაკშაურმას ბათუმის ფილიალში გადაღებულ და ინტერნეტში გავრცელებულ ფოტოს.
 
ჩვენი ერთგული მომხმარებლებისთვის ცნობილია, რომ მაკშაურმას ფილიალებში მომსახურება ხორციელდება და ყველა ქვითარი იბეჭდება მხოლოდ ქართულ ენაზე. შეკვეთების სწრაფად განხორციელების მიზნით 2020 წლიდან დაინერგა თვითმომსახურების ჯიხურების ფუნქციონირება, რომელიც მომხმარებელს შეკვეთის განხორციელების საშუალებას აძლევს რამდენიმე ენაზე. იმის მიხედვით, თუ რომელი ენა აქვს არჩეული მომხმარებელს, ჯიხური შესაბამის ენაზე უბეჭდავს შეკვეთის საინფორმაციო ფურცელს.
 
აღნიშნულ შემთხვევაში, მომხმარებელმა შეკვეთის ენად აირჩია ერთ-ერთი - რუსული, შესაბამისად ფოტოზე ნაჩვენები საინფორმაციო ფურცელი ამოიბეჭდა ამ ენაზე. დავაზუსტებთ, რომ ქართულ ენაზე შეკვეთის განხორციელების შემთხვევაში, საინფორმაციო ფურცელი იბეჭდება ქართულ, ხოლო ინგლისურად შეკვეთის შემთხვევაში - ინგლისურ ენაზე.
 
თვითმომსახურების აპარატებში რამდენიმე ენის ჩაშენების მიზანი იყო მიგვეცა საშუალება ჩვენი მომხმარებლებისთვის, დამოუკიდებლად განეხორციელებინათ შეკვეთა სხვადასხვა ენაზე.
 
ჩვენი კომპანიის ღირებულებებიდან გამომდინარე, ქართული ენა არის და იქნება ერთადერთი მომსახურების ენა, ნებისმიერი ჩეკი კომპანიაში იბეჭდება მხოლოდ ქართულ ენაზე და მისი ჩანაცვლება არასდროს მომხდარა და არც მოხდება.
 
მაკშაურმა არის ქართული, ეროვნული პროდუქტი და ის ერთმნიშვნელოვნად ემიჯნება რუსულ ოკუპაციას. ვწუხვართ იმის გამო, რომ რუსულ ენაზე დაბეჭდილმა საინფორმაციო ფურცელმა საზოგადოებას გაუჩინა ნეგატიური დამოკიდებულება, სწორედ ამიტომ, ყველა თვითმომსახურების ჯიხურიდან სრულიად ამოვიღეთ რუსული ენა. ჩვენ ვგმობთ რუსულ აგრესიას,"-ნათქვამია განცხადებაში. 
 
შეგახსენებთ, გუშინ, სოციალურ ქსელში მოქალაქემ „მაკშაურმას“ რუსულენოვანი ქვითრის ფოტო გაავრცელა და აღნიშნული ფაქტი გააპროტესტა.
Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023