ბიზნესი
13/07/2022

M•A•K•A - საავტორო ნახატების ინსპირაციით შექმნილი ქართული ბრენდი

M•A•K•A ტანსაცმლის ქართული ბრენდია, რომელიც საავტორო ნახატების ინსპირაციით შეიქმნა.

როგორც ბრენდის დამფუძნებელი და ნახატების ავტორი მაკა ქოჩლაძე "ბიზნესპარტნიორთან" ამბობს, ყოველთვის სურდა საკუთარი ნამუშევრები რაიმე სახით საზოგადოებასაც გაეცნო. 

"M•A•K•A–ს შექმნის იდეა პანდემიის დროს გამიჩნდა და ბევრი მუშაობის შემდეგ აღმოვაჩინე ისეთი ადამიანები, რომლებიც ამ ყველაფრის განხორციელებაში დამეხმარნენ. როდესაც მაისურების კოლექცია პირველად წარვადგინეთ, ძალიან დადებითი გამოხმაურება მივიღეთ. ჩვენი ნიშა ხელით, კონკრეტულად კი კალმით ნახატი ორნამენტებია, რომელსაც ანალოგი არ აქვს და ამიტომ მომხმარებლის ყურადღება მალევე მიიქცია. თითოეულის შექმნის პროცესი საკმაოდ შრომატევადია, ამასთან განსაკუთრებული ემოციის მატარებელია. 

იმის მიუხედავად, რომ სეზონის შესაბამისად განსხვავებულ სამოსს ვქმნით, ოთხივე სეზონზე მაისურები აქტუალურობას არ კარგავს და გაყიდვებით ყველა სხვა პროდუქტს უსწრებს. მინდა აღვნიშნო, რომ ყველა მოდელს თავად ვკერავთ და ორიენტირებული ვართ მაღალი ხარისხის ქსოვილებზე. აქედან გამომდინარე, საშუალება გვაქვს თითოეული მომხმარებლის სურვილი გავითვალისწინოთ, რაც ერთგვარი კომფორტია მათთვის"– ამბობს მაკა ქოჩლაძე.

მომხმარებლებს M•A•K•A–ს შეძენა მხოლოდ ონლაინ სოციალური მედიის არხების საშუალებით შეუძლიათ. ამ ეტაპზე ხელმისაწვდომია მაისურები, სპორტული სტილის კაბები, ჰუდები, ნაჭრის ჩანთები. შესაძელებლია სამოსის ინდივიდუალური დიზაინით დამზადებაც, როგორც ქალებისთვის, ასევე ბავშვებისა და მამაკაცებისთვის.

"სამომავლო გეგმებშია პატარა ატელიეს მოწყობა, რომლისთვისაც საკუთარი ფართი მაქვს, თუმცა უამრავი დეტალია, რაც მის სრულფასოვნად აღჭურვას სჭირდება. მაგალითად, საკერავი, საბეჭდი მანქანები და სხვა საჭირო ინვენტარი. ამიტომ მომავალში რომელიმე საგრანტო კონკურსში მონაწილეობას განვიხილავ. ამის შემდეგ კი მინდა საღამოს კაბებისა და მამაკაცის მაისურების კოლექციის გაკეთება"–აცხადებს M•A•K•A–ს დამფუძნებელი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
03

19/05/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
05

25/03/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022