"მაჭახელა სამიკიტნოს" რამდენიმე ფილიალი დროებით დაიხურა
რესტორნების ცნობილი ქსელი „მაჭახელას“ რამდენიმე ფილიალი დროებით დაიხურა.
„კოვიდ 19-ის გავრცელებასთან დაკავშირებული, გართულებული ეპიდ-სიტუაციის შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირებული ოპერაციების გამო, “მაჭახელა სამიკიტნოს“ ქსელი იძულებულია დროებით დახუროს ბათუმის, ისნის, ავლაბრის და ფილარმონიასთან მდებარე ფილიალები. გისურვებთ ჯანმრთელობას და ვიმედოვნებთ, რომ ამ ლოკაციებზე გიხილავთ უახლოეს მომავალში“ - აცხადებენ კომპანიაში.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ „მაჭახელა-სამიკიტნოში“ განუცხადეს, კომპანიამ ლ ფილიალების დროებით დახურვის გადაწყვეტილება ბოლო პერიოდში შემცირებული რეალიზაციის გამო მიიღო. მას შემდეგ რაც ქვეყანაში ეპიდ-სიტუაცია უკეთესობისკენ წავა, კომპანია ფილიალებს ისევ აამოქმედებს.
"მაჭახელა" ქართული კერძის, ხაჭაპურის რესტორნების ყველაზე მსხვილი ქსელია.