ბიზნესი
02/05/2023

"ლუკა პოლარემ" შეფუთული გაყინული კრუასანის წარმოება დაიწყო

"ლუკა პოლარემ" გაყინული, შეფუთული კრუასანების წარმოება დაიწყო. 

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ფილიალებში სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ კლასიკური კრუასანი გაყინული,  დაფასოებული შეფუთვით შეიძინონ.

„ჩვენმა კუასანმა გამოჩენისთანავე დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა. ჩვენს კაფეებში, ყოველ დილით ადგილზე ცხვება ბულანჟერიის ხაზი და ჩვენი სტუმრებისთვის ერთგვარი ტრადიციაა დილის ყავასთან ერთად ცხელ-ცხელი გემრიელობების მირთმევა.

სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ ჩვენი სტუმრებისთვის კრუასანი გაყინული ფორმითაც შეგვეთავაზებინა, რომ სასურველ დროს და სასურველ ადგილას შეძლონ ახლადგამომცხვარის მირთმევა. ამ ეტაპისთვის შეფუთული კრუასანის შეძენა შესაძლებელია ჩვენს  სრული ფორმატის ყველა ფილიალში. თუმცა არ გამოვრიცხავთ, რომ ინდუსტრული ნაყინის მსგავსად, ეს ხაზიც  უფრო მასშტაბური გავხადოთ და ქართულ ბაზარზე, ნიშურ მარკეტებში გაჩნდეს პრემიუმ ხაზის კრუასანი.“  -აცხადებს კომპანიის დირექტორი თეა თაბაგარი.

შეგახსენებთ, "ლუკა პოლარე" კაფე-სანაყინეების ქსელია, რომელიც მომხმარებელს 80-ზე მეტი სახეობის ნაყინს და ექსკლუზიურ ყავას სთავაზობს.

ბრენდი უკვე 15 წელია საქართველოს ბაზარზე მოღვაწეობს და ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 5 ქალაქში 23 ფილიალით არის წარმოდგენილი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023