Luca Polare: წელი პოზიტიური მაჩვენებლით დავასრულეთ
Luca Polare 2021 წელს პოზიტიურად აფასებს. კომპანიის მარკეტიგის ხელმძღვანელის ანი ციცქიშვილის თქმით, 2021 წელი Luca Polare-სთვის სტაბილური იყო და ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობდა.
„რა თქმა უნდა, ეს გეგმა ის არ არის, რაც 2018–19 წლებში გვქონდა, თუმცა პანდემიის შემდეგ რა გეგმებიც გაიწერა კომპანიის სტრატეგიაში წარმატებით ხორციელდება. ამ წელს 2 დიდ ქალაქში გავხსენით ახალი ფილიალები, რაც დიდი ნაბიჯი იყო ჩვენთვის და ნამდვილად გაამართლა. ასევე გაყიდვაში ჩავუშვით ინდუსტრიული ხაზის, შეფუთული ნაყინი, რომელიც ძალიან კარგი სიახლე აღმოჩნდა მომხმარებლისთვის. აღსანიშნავია, მობაილ აპლიკაციაც, რომელიც წარმატებით მუშაობს და უკვე ჰყავს ერთგული მომხმარებლები. ამ ყველაფერთან ერთად, ვინარჩუნებთ ხარისხს და ჩვენი სტუმრების უწყვეტ კავშირს, რომლებიც მიუხედავად ეპიდსიტუაციისა, ჩვენს გვერდით არიან,“ – აღნიშნავს ანი ციცქიშვილი.
მისივე თქმით, კომპანია 2022 წლის სტრატეგიის შემუშავების საბოლოო ეტაპზეა და მომხმარებლებს საინტერესო სიახლეებს შესთავაზებს.
"სიახლეები შეეხება გაფართოებას, მომავალ წელს კიდევ გვექნება ახალი ფილიალები. ასევე Luca Polare შესაძლოა გამოჩნდეს რითეილ ბაზარზე და შეფუთული ნაყინი ზოგირთ ქსელურ მარკეტში შეიტანოს. ამასთან, ქვეყნიდან გასვლა ისევ რჩება ჩვენს გეგმებში და როგორც კი შესაძლებელი იქნება კომპანია საზღვრებს გარეთ გავა. ასევე, მუშაობას გავაგრძელებთ მობაილ აპლიკაციის დახვეწასა და განვითარებაზე. რაც შეეხება ასორტიმენტის გადახალისებას, ეს მუდმივი პროცესია კომპანიისთვის და ამ მხრივაც გვექნება სასიამოვნო სიახლეები.
ინფორმაციისთვის, კაფე-სანაყინეების ქსელი მომხმარებელს 70 სახეობის ნაყინს და ქსკლუზიურ ყავას სთავაზობს. ბრენდი უკვე 13 წელია საქართველოს ბაზარზე მოღვაწეობს და ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 4 ქალაქში 20 ფილიალით არის წარმოდგენილი.