Luca Polare: ჩვენს შეფუთულ ნაყინზე მაღალი მოთხოვნაა, პროექტმა გაამართლა
Luca Polare-ს დაფასოებულ ნაყინზე მოთხოვნა მაღალია. კომპანიამ შეფუთული ნაყინის წარმოება ივლისიდან დაიწყო და ფილიალებში სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ მათთვის საყვარელი სახეობები დაფასოებულ შეფუთვაში შეიძინონ.
კომპანიის მარკეტიგის ხელმძღვანელის ანი ციცქიშვილის თქმით, პროექტმა გაამართლა და დაფასოებულ ნაყინზე მოთხოვნა მაღალია.
"პროექტი მომხმარებლის დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე ჩავუშვით და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მოლოდინები გაამართლა. გეგმის მიხედვით მივდივართ, ყველა ფილიალში ხელმისაწვდომია შეფუთული ნაყინის შეძენა. წელს ამ ხაზს შევინარჩუნებთ, თუმცა სამომავლოდ მასიურ წარმოებაზე გადასვლას და ქსელურ მარკეტებში Luca Polare-ს ნაყინის შეტანას არ გამოვრიცხავთ," – აცხადებს ანი ციცქიშვილი.
შეფუთული ნაყინი 4 სახეობის არის (კარამელი, ფისტა, შოკოლადი და ვანილი). 1 ლიტრიანი შეფუთვის ფასი 24 ლარია.
აღსანიშნავია, რომ შეფუთული ნაყინი არ შეიცავს დანამატებს და ვადის გამახანგრძლივებელს.
კაფე-სანაყინეების ქსელი მომხმარებელს 70 სახეობის ნაყინს და ქსკლუზიურ ყავას სთავაზობს. Luca Polare–ს ნაყინი იტალიური რეცეპტების მიხედვით, ნატურალური პროდუქტებით, საღი რძისა და ცოცხალი ხილის ბაზაზე მზადდება. ნაყინები არ შეიცავს კონსერვანტებს და ფერისა და გემოს ხელოვნურ დანამატებს. ასორტიმენტში შეგხვდებათ ვეგანური (სამარხვო), გლუტეინისგან თავისუფალი და დიაბეტური ნაყინები.
ბრენდი უკვე 13 წელია საქართველოს ბაზარზე მოღვაწეობს და ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 4 ქალაქში 20 ფილიალით არის წარმოდგენილი.