Luca Polare-მ მობილური აპლიკაცია ჩაუშვა
Luca Polare-მ მობაილ აპლიკაცია შექმნა, რომელიც მთავარი ფუნქციონალით პირველი პლატფორმაა საქართველოს ბაზარზე.
აპლიკაციით სტუმარს შესაძლებლობა აქვს Luca Polare-ს ნებისმიერი პროდუქტი შეუკვეთოს გზიდან, მიუთითოს მისთვის სასურველი დამზადების დრო და აირჩიოს სასურველი ფილიალი. სტუმრებს მითითებულ დროსა და შერჩეულ ფილიალში პროდუქტი გამზადებული დახვდებათ.
კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის ხელმძღვანელის, ანი ციცქიშვილის თქმით, აქტიურობა იმაზე მაღალია ვიდრე ელოდნენ და გამოხმაურებებიც დადებითია.
“პანდემიურ სიტუაციაში ვცდილობთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გავიაზროთ და სტუმრებმად ეს სიახლე ძალიან სწორად მიიღეს. რეალურად, გუშინ დავიწყეთ მათთან კომუნიკაცია და უკვე ასობით ადამიანი შემოგვემატა. გვაქვს მოლოდინი, რომ უახლოეს მომავალში მივაღწევთ სასურველ ნიშნულს და უშუალოდ ფილიალებში შეკვეთის მომლოდინე ადამიანების რაოდენობა შემცირდება, რაც არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე უმნიშვნელოვანესია.
აპლიკაციაში საქართველოს მასშტაბით ყველა ფილიალია ჩართული. ამასთან, პროექტი ინოვაციური და მასშტაბურია, მსგავსი სერვისების გაციფრულება კი დამატებითი კომფორტია ჩვენი სტუმრებისთვის. მათ შეუძლიათ ისარგებლონ დაგროვების ბარათით, გაეცნონ სიახლეებს და სხვადასხვა შეთავაზებას. ასევე, აპლიკაცია იძლევა იმის საშუალებას, რომ სამომავლოდ უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ მომსახურება,“ – აღნიშნავს ანი ციცქიშვილი.
მისივე თქმით, აპლიკაცია ზაფხულში სატესტო რეჟიმში იყო გაშვებული და მხოლოდ ამ პერიოდში 5000–მდე მომხმარებელმა გამოიწერა. Luca Polare-მ მობაილ აპლიკაცია ხელმისაწვდომია, როგორც როგორც iOS, ასევე Android სისტემის სმარტფონებისთვის.
“აპლიკაცია ჩვენი მხრიდან ერთგვარი პასუხი და ადაპტაციაა არსებულ რეალობასთან. აპლიკაციის იდეა დიდი ხანი მუშავდებოდა, თუმცა დააჩქარა და მკვეთრად განსაზღვრა პანდემიურმა სიტუაციამ.
კომპანიამ დროულად შეძლო ყველა სხვა მიმართულებით ბიზნესის გადაწყობა და ადაპტაცია ახალ რეალობასთან და გვეამაყება, რომ ამ მიმართულებითაც ერთ-ერთი პირველები ვიქნებით ბაზარზე,“ - განმარტავს კომპანიის დირექტორი თეა თაბაგარი.
Luca Polare კაფე-სანაყინეების ქსელიში 70-მდე სახეობის ნაყინი და ექსკლუზიური ყავაა შეთავაზებაში. ბრენდი უკვე 13 წელია საქართველოს ბაზარზე მოღვაწეობს და ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 5 ქალაქშია წარმოდგენილი, თბილისში 12 ფილიალით, ბათუმში - 4 , ქობულეთში - 1, რუსთავში - 1 და ქუთაისში - 1.