Luca Polare ფილიალს მთაწმინდაზე ხსნის
10 ივნისს, ლუკა პოლარე საქართველოს მასშტაბით რიგით 22-ე ფილიალს გახსნის.
ახალი ფილიალი თბილისში, მთაწმინდაზე, ჭონქაძის #22-ში გაიხსნება.
"ვაგრძელებთ ზაფხულის კარგი ამბების სერიას და მორიგი ფილიალი გახსნისთვის ვემზადებით, ამჯერად მთაწმინდის უბანს ვეწვევით.
ახალი ფილიალების გარდა, მთელი სეზონის განმავლობაში, ბევრი სიახლე გვაქვს დაგეგმილი ჩვენი ერთგული სტუმრებისთვის."-ანი ციცქშივილი, საზოგადოებათან ურთიერთობისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი.
აღნიშნულ ფილიალში დამატებით 4-5 თანამშრომელი დასაქმდება.
მიმდმინარე სეზონზე 3 ფილიალის შემდეგ კომპანია დამატებით 1 ახალი ფილიალის გახსნას კიდევ აანონსებს.
ლუკა პოლარე კაფე-სანაყინეების ქსელია, რომელიც მომხმარებელს 70-მდე სახეობის ნაყინს და ექსკლუზიურ ყავას სთავაზობს. ბრენდი უკვე 14 წელია საქართველოს ბაზარზე მოღვაწეობს და ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 4 ქალაქშია წარმოდგენილი, თბილისში 15 ფილიალით, ბათუმში - 4 და ქობულეთში - 1, რუსთავში - 1 და ქუთაისში 1.