ბიზნესი
29/06/2021

"ლისი დეველოპმენტის" საცხოვრებელ ბინებზე მოთხოვნა გაზრდილია

კორონა ვირუსის პანდემიის მიუხედავად, "ლისი დეველოპმენტის" საცხოვრებელ ბინებზე მოთხოვნა გაზრდილია. ამის მიზეზად კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ე.წ მწვანე კონცეფციას ასახელებს, რის მიხედვითაც აშენდა „მწვანე ქალაქი ლისზე“.

„პანდემიის განმავლობაში უძრავი ქონების ბაზარზე ახალი მოთხოვნები გაჩნდა. ამ შემთხვევაში "ლისი დეველოპმენტის" „მწვანე ქალაქი ლისზე“ თავისი მწვანე კონცეფციიდან გამომდინარე, უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. ჩვენს პროდუქტზე მოთხოვნა გაიზარდა. თუმცა, გამოწვევები მაინც რჩება. პირველ რიგში, დაბალი გადახდის უნარიანობა და ეკონომიკური კრიზისი“,- განაცხადა ნოდარ ადეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ უძრავი ქონების სააგენტოები და საინვესტიციო კომპანიები ბაზარზე მდგომარეობის გაუმჯობესებას ელიან და ვარაუდობენ, რომ პანდემამდელ მაჩვენებელს სექტორი წელსვე დაუბრუნდება.

სპეციალისტები კვლევების საფუძველზე აღნიშნავენ, რომ ბაზარზე განსაკუთრებიტ არის გაზრდილი მოთხოვნა ქალაქგარეთ კერძო სახლებზე.