ბიზნესი
15/04/2023

"ლიმოს" საბავშვო სამოსი კორეაში გაიყიდება

საბავშვო ტანსაცმლის მწარმოებელი ქართული კომპანიებით, მსოფლიოს მასშტაბით, სულ უფრო მეტი ქვეყანა ინტერესდება. თუ აქამდე ქართული ნაწარმი გასაკუთრებით მოთხოვნადი ევროპაში იყო, ახლა ადგილობრივი წარმოების საბავშვო ტანსაცმელი აზიური ქვეყნების ყურადღებასაც იპყრობს. შედეგად, იზრდება საექსპორტო ქვეყნებიას სიაც.

როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ კომპანია „ლიმოს“ დამფუძნებელი ნინო გიორგაძე აცხადებს, მისი კომპანიის ნაწარმი მალე ექსპორტზე კორეაში გაიყიდება.

„უკვე გავაგზავნეთ  2024 წლის ზამთრის კოლექციის 6 ნიმუში. ველოდებით დასტურს, თუ რომელ ნიმუშებს შეარჩევენ. პირველ ეტაპზე, შეკვეთა გვაქვს 1500 ერთეულ სამოსზე, თუმცა, შემდეგ საექსპორტო პროდუქციის რაოდენობა გაიზრდება. დამკვეთს სექტემბრამდე  პირველი პარტია უნდა მივაწოდოთ. ფაქტობრივად, კორეასთან ექსპორტის კუთხით უკვე ბოლო ეტაპზე ვართ. გარდა ამისა, მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ლიეტუვასთანაც, სადაც ჯერ არ გაგვიგზავნია ნიმუშები“, - განმარტა ნინო გიორგაძემ.

მისივე ინფორმაციით, ადგილობივი ბაზრის გარდა, „ლიმოს“ საბავშვო სამოსი წარმატებით იყიდება შვედეთში, საფრანგეთსა და სომხეთშიც.

„გაყიდვები ძალიან სწრაფი ტემპით მიდის. საექსპორტო ბაზრებზე მაქსიმუმ თვე-ნახევარში ქართული საბავშვო სამოსი უკვე გაყიდულია, რაც გვაძლევს სტიმულს ახალ საექსპორტო ბაზრებზე შესვლის“, - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დამფუძნებელმა.

ცნობისთვის, „ლიმო“ ბაზარზე 2020 წლიდან საქმიანობს, ის საწარმოს გორში ფლობს და 30-ამდე ადამიანს ასაქმებს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

ირაკლი კოვზანაძე: სადაზღვევო ბაზარს განვითარების პერსპექტივა აქვს
04

08/04/2022
ეკონომიკა

"მასიური მარცხი" გლობალური ეკონომიკისთვის" - რუსეთ-უკრაინის ომი რიცხვებში
05

19/04/2022
ბიზნესი

ავტოიმპორტიორები გამოწვევების პირისპირ - რა შეღავათს ითხოვს ასოციაცია
06

09/05/2022