ბიზნესი
11/04/2023

"ლიმომ" 2-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის ფეხსაცმლის ხაზი შექმნა

საბავშვო ტანსაცმლის მწარმოებელმა ბრენდმა - „ლიმო“ ფეხსაცმლის წარმოება დაიწყო.

როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ კომპანიის დამფუძნებელი ნინო გიორგაძე აცხადებს, ახალი პროექტი კომპანია Saldemode-თან თანამშრომლობით განხორციელდა.

„ჩვენ და Saldemode-მა გავაკეთეთ ერთობლივი ხაზი და შევქმენით საბავშვო ფეხსაცმელი 2024 წლის ზამთრის კოლექციისთვის, რომელიც Saldemode-ის საწარმოში იკერება. პროდუქცია მზადდება ნატურალური ტყავითა და მასალებით. არის აბსოლუტურად თანამედროვე და ექსკლუზიური დიზაინის. შექმნილია, ისევე როგორც ჩვენი სამოსი, 2-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის“, - განმარტა ნინო გიორგაძემ.

მისივე ინფორმაციით, „ლიმოს“ ახალი, საბავშვო ფეხსაცმელი იტალიაში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზეც წარადგინეს. რაც შეეხება რეალიზაციას, მისი გაყიდვა მიმდინარე წლის შემოდგომიდან დაიწყება.

ცნობისთვის, „ლიმო“ ბაზარზე 2020 წლიდან საქმიანობს, ის საწარმოს გორში ფლობს და 30-ამდე ადამიანს ასაქმებს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

ირაკლი კოვზანაძე: სადაზღვევო ბაზარს განვითარების პერსპექტივა აქვს
04

08/04/2022
ეკონომიკა

"მასიური მარცხი" გლობალური ეკონომიკისთვის" - რუსეთ-უკრაინის ომი რიცხვებში
05

19/04/2022
ბიზნესი

ავტოიმპორტიორები გამოწვევების პირისპირ - რა შეღავათს ითხოვს ასოციაცია
06

09/05/2022