"ლილო მოლმა“ გაფართოების გეგმა 2021 წლამდე გადადო
„ლილო მოლმა“ გაფართოების გეგმა 2021 წლამდე გადადო, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კვარაცხელიამ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, კომპანიაში ამ ეტაპზე ლაპარაკი არ არის, რადგან მიმდინარეობს იმ დანაკარგების დაკომპენსირება, რაც კომპანიამ პანდემიის შედეგად მიიღო.
„როგორც კი სიტუაცია დასტაბილურდება, რომ აქცენტი ამაზე გადავიტანოთ, შემდეგ ვიფიქრებთ გაფართოებას. დამერწმუნეთ, ეს წელს არ იქნება, რადგან 2020 ზოგადად ბიზნესისთვის ძალიან რთული წელია“, - აცხადებს კვარაცხელია.
როგორც ცნობილია, „ლილო მოლი“ 2020 წლისთვის დამატებით 9 ჰექტარი მიწის ნაკვეთის ათვისებას გეგმავდა. პროექტი ითვალისწინებდა ძირითადად საპარკინგე ადგილების შექმნას. ტერიტორიის ნაწილი უკვე არის „ლილო მოლის“ საკუთრებაში, ნაწილის შეძენას კი კომპანია გეგმავდა. კვარაცხელია აცხადებს, რომ პროექტში კომპანიას რამდენიმე მილიონი ლარის ინვესტიცია დასჭირდება.
"ლილო მოლი” 37 ჰექტარზე გაშენებული სამხრეთ კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სავაჭრო ცენტრია, როგორც საცალო, ისე - საბითუმო ვაჭრობის სფეროში.