ლილო მოლი: ახლა ხომ შეიძლებოდა, დაეკეტათ მოლები და გაეხსნათ ბაზრობები
„ლილო მოლის“ პრეზიდენტი ლევან გაგუა „ბიზნესპარტნიორთან“ შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მათთვის 15 თებერვლამდე გახსნის გადავადება მოულოდნელი იყო.
როგორც გაგუა განმარტავს, სავაჭრო სივრცეში, რითეილში ეს მდგომარეობა 2 თვეზე მეტია გრძელდება, საუბარია, ბაზრობების არათანაბარ პირობებში ჩაყენებაზე.
„მძიმე ვითარებაა. რითეილის სფეროში გარკვეულ კატეგორიას ეძლევა უკვე მეორედ გახნის, არსებობის საშუალება, უფრო დიდი მასის, მცირე მეწარმეების სახით, იგნონირება ხდება. არ არიან ბრენდები, მაგრამ არიან გადასახადის გადამხდელები. ეს რამდენიმე ათასი სოციალური ბერნდია. ჩემთვის აუხსნელია, უკვე მეორედ, ასეთი ტიპის გადაწყევტილების მიღება. ახლა ხომ შეიძლებოდა, დაეკეტათ მოლები და გაეხსნათ ბაზრობები. ან თუ საშიშროებაა რეგიონებიდან შემოსვლის და ამის გამო არ გვაძლევენ გახსნის საშუალებას, მაშინ შეეზღუდათ ქალაქებს შორის გადაადგილება, ვერ ვხსნი ამ გადაწყვეტილებას,“ - აცხადებს გაგუა.
მისი განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ძალიან გულდასაწყვეტია.
შეგახსენებთ, საკოორდინაციო საბჭომ ყველა ქალაქში, ღია და დახურული ბაზრობების გახსნის თარიღად 15 თებერვალი დაასახელა. დღემდე ასევე საბჭოს გადაწყევტილებით დაანონსებული იყო, რომ ბაზრობები და სავაჭრო ცენტრები 1 თებერვალს იხსნებოდა.