ბიზნესი
10/06/2023

ლევან ვეფხვაძე: ტექნოლოგიებს, რომელიც ქვეყანაში შემოდის, კვალიფიციურ კადრს ვერ ვახვედრებთ

კვალიფიციური კადრის დეფიციტის საკითხი ბიზნეს წრეებში ისევ აქტუალურია.

როგორც გადაცემა "ბიზნესი რუსთავი2-თან" საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, ტექნოლოგიებს, რომლებიც ქვეყანაში შემოდის, სექტორი კვალიფიციურ კადრებს ვერ ახვედრებს. 

პროფესიული უნარების სააგენტოს მონაცემებით, საექთნო, სამშენებლო, სატრანსპორტო, ტურიზმის, IT მიმართულებით დასაქმების მაჩვენებელი გაზრდილია, თუმცა კვალიფიციური კადრების დეფიციტი კვლავ გამოწვევად რჩება.

„სტრუქტურული უმუშევრობა გვაქვს, როდესაც ადამიანი ეძებს სამსახურს, თუმცა ის ბაზარზე არსებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს,"- აცხადებს ვეფხვაძე.

აღსანიშნავია, რომ განათლების სამინისტროში პროფესიული განათლების მიმართულებით ახალ კონცეფციაზე აქტიურად მუშაობენ, რის საფუძველზეც, კერძო სექტორს ახალ მექანიზმს შესთავაზებენ.

კონცეფციის მთავარი მიზანი, ბიზნესის კიდევ უფრო მეტად ჩართულობა, ახალი პროფესიების ათვისება და კურსდამთავრებულთა დასაქმება იქნება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023