ბიზნესი
14/12/2021

ლევან სილაგავა: ბოლო 6 თვეში ხორბლის საიმპორტო ბაჟი $25-დან $90-მდე გაიზარდა

საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავას განცხადებით, ჯერ კიდევ სეზონის დასაწყისში, ივლისში, ხორბალზე საიმპორტო გადასახადი ე.წ მცურავი ბაჟის პირობებში იყო $25, ახლა კი ის უკვე $90-ს აღწევს.

"სეზონის დასაწყისში ხორბლის შემოტანის ღირებულება $240 იყო, ახლა $340-ია, ეს დიდი სხვაობაა და მსოფლიო ბაზარსაც დაეტყო. თუმცა, აქ უფრო დიდი პრობლემა შეიქმნა წისქვილკომბინატებისთვის. სანამ რუსეთი მცურავ ბაჟს შემოიღებდა იმპორტზე გადასახადი როგორც ფქვილზე, ასევე ხორბალზე 0 იყო, ახლა კი ფქვილზე გადასახადი დარჩა 0, ხოლო ხორბალზე გადასახადი მცურავი ბაჟის შესაბამისად იზრდებოდა.

დღეს ხორბლის შემოტანისას საიმპორტო ბაჟი $90-ია. შესაბამისად, ხორბლის იმპორტი შემცირებულია 40%-ით, წინა თვეში 35 000 ტონა შემოვიდა ქვეყანაში, რაც უპრეცედენტოდ დაბალი მაჩვენებელია. ხოლო ფქვილის იმპორტი გაზრდილია 6-ჯერ და 1000 ტონის მაგივრად 24000 ტონაა შემოსული," – ამბობს ლევან სილაგავა. 

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა ე.წ მცურავ საბაჟო გადასახადი დააწესა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023