ლევან ყარალაშვილი: სავაჭრო ცენტრების ზარალი დღეში 10 მლნ-ია
თბილისი ცენტრალის მმართველი კომპანიის, GRDC Holding BV გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ სავაჭრო მოლებთან შეხვედრის დროს მთავრობის წარმომადგენლებს არ უთქვამთ, რომ მსგავს მკაცრ შეზღუდვებს დააწესებდნენ.
ლევან ყარალაშვილი აქვე ამბობს, რომ თითოეული დახურული დღე სავაჭრო ობიექტებს 10 მილიონი ლარი უჯდებათ.
"საცალო სავაჭრო სექტორი სქართველოში ერთ-ერთი ძირითადი დამსაქმებელია. მხოლოდ 2019 წელს ამ სექტორის ბრუნვა 10 მილიარდ ლარზე მეტი იყო. წელს ეს ყველაფერი შემცირებულია და ჩვენ გადარჩენის რეჟიმში გვიწევს ფუნქციონირება. ახალი შეზღუდვების დაწესების არანაირი წინაპირობა არ არსებობდა. იყო საჯარო განცხადებები და კერძო კომუნიკაცია, სადაც გვეუბნებოდნენ, რომ ეს არ მოხდებოდა, მაგრამ დავდექით მწარე რეალობის ქვეშ. ყოველი დღე სავაჭრო ცენტრებისთვის დაახლოებით 10 მილიონის ზარალია",- განაცხადა ლევან ყარალაშვილმა.