ლევან ყარალაშვილი: ეკონომიკურ და ჯანდაცვის გუნდს შორის კონფლიქტი ფაქტობრივად სახეზეა
თბილისი ცენტრალის მმართველი კომპანიის, GRDC Holding BV გენერალური დირექტორი, ლევან ყარალაშვილი მიიჩნევს, რომ ახლა ეკონომიკური ინტერესების წინა პლანზე გადმოწევის დრო დადგა.
„1-ლი თებერვლიდან სავაჭრო ცენტრები და ბაზრობები იხსნება. ჩვენ, როგორც დარგმა, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით მუშაობის განმავლობაში ვაჩვენეთ, რამდენად ეფექტურად ვართმევთ ამ გამოწვევებს თავს. ის კონფლიქტი, რაც ეკონომიკურ გუნდსა და ჯანდაცვის გუნდს შორის შეიძლება არსებობდეს, გვსურს დავეხმაროთ მათ, რომ ავუხსნათ, როგორი მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის მუშაობა.
ეს ფაქტობრივად, სახეზეა. განცხადებებსაც მოისმენდით. ზოგი ეპიდემიოლოგი და ექსპერტი ითხოვს გაიხსენითო, ზოგი - არ გაიხსნათო, ზოგი მესამე ტალღის მოლოდინშია. ეს გაურკვევლობა არსებობს, რაც გვესმის კიდეც. მაგრამ დადგა ის მომენტი, როდესაც ეონომიკური ინტერესები მაქსიმალურად უნდა იყოს გათვალისწინებული. 250 000 ადამიანია დღეს სამსახურის გარეშე დარჩენილი. მათი დასაქმების შესაძლებლობა გვაქვს და მოგვეცით მუშაობის საშუალება“,- განაცხადა ყარალაშვილმა.