ბიზნესი
28/03/2022

ლევან დავითაშვილი: საწვავზე ფასების კლებას ველოდებით

მთავრობა საწვავზე ფასების კლებას პროგნოზირებს.

ლევან დავითაშვილის განმარტებით, იმპორტიორებს არსებული მარაგები პიკურ პერიოდში აქვთ შეძენილი, რაც არსებულ მაჩვენებლებს განაპირობებს. მინისტრი აქვე ამბობს, რომ საწვავზე გადასახადის გაუქმება არ განიხილება. 

"მთავრობაში დაზღვევის მექანიზმებზე ვმსჯელობთ. შეიძლება გამოვიყენოთ სხვადასხვა ინტერვენცია. საწვავზე გადასახადების გაუქმება არ არის ადეკვატური ზომა. დავაკვირდებით სიტუაციას. ძალიან ფრთხილად უნდა მივუდგეთ ასეთ საკითხებს, რათა ამას არ ჰქონდეს პრეცენდენტული სახე და იმოქმედოს ქვეყნის მაკროეკონომიკურ დონეზე. თუმცა, გვესმის ამ საკითხის მგრძნობიარობა. ეკონომიკური გუნდი მუშაობს. დღეს საცალო ქსელებში იყიდება საწვავი, რომელიც ფასების პიკში შეიძინეს. გვაქვს იმპორტიორებთან ურთიერთობა და ველოდებით, რომ უფრო ნაკლებ ფასში შეძენილი საწვავიც გამოჩნდება ბაზარზე. პიკური ფასები გადაივლის და შესაძლოა, დროის რაღაც მომენტში უფრო ნაკლები ფასი ღირდეს. საწვავზე ფასების კლებას ველოდებით",- განაცხადა დავითაშვილმა. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022