ბიზნესი
01/05/2023

Lemons group: უძრავი ქონების ფასები პიკს აგვისტოში მიაღწევს

უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა და ფასები იზრდება. როგორც  Lemons group-ის გენერალური მენეჯერი “ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას აცხადებს, უძრავი ქონების ფასები პიკს აგვისტოში მიაღწევს.

„აღდგომის პერიოდის შემდეგ პატარა შოკური ვარდნა დაფიქსირდა, მაგრამ საერთო ჯამში, იანვრიდან მოყოლებული დღემდე ზრდის ტენდეცია არის შენარჩუნებული, როგორც მოთხოვნაზე ასევე ფასზე. არის მოსაზრება, რომ თითქოს ეს ხელოვნურად გაზრდილი ფასებია, თუმცა ეს ასე ნამდვილად არ არის. ერთია,  მიგრანტების ეფექტისგან მოთხოვნით გაზრდილი ფასი, მაგრამ მეორეა ის რომ სამშენებლო მასალებზე გაზრდილი ფასები, მუშახელის ხელფასების მატება და სექტორში არსებული რეგულაციები უძრავ ქონებას ბუნებრივად აძვირებს.“-განმარტა ირა მელიმონაძემ.

მისივე თქმით,  უძრავი ქონების ბაზარზე ფასების ზრდის ტენდენცია  შენარჩუნდება

„უძრავი ქონება ვერავითარ შემთხვევაში ვერ გაიაფდება. პირიქით,  ზრდის ტენდენცია ალბათ, აგვისტოს ბოლომდე პიკს მიაღწევს. დღეს თუ ვინმე თვლის, რომ უძრავ ქონებაში უნდა დააბანდოს ფული, ვფიქრობ ჯერ კიდევ არ ვართ იმ ნიშნულზე,   სადაც უძრავ ქონებაში ფულის დაბანდება სარისკო იქნება.“-აღნიშნა ირა მელიმონაძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023