ბიზნესი
26/12/2022

ლაშა პაპაშვილი: ორნიშნა ეკონომიკური ზრდის ფონზე ბიზნესის და მოქალაქის ჯიბე პლუსშია

ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი  2022 წელს „ბიზნესპარტნიორთან“  აჯამებს და აცხადებს, რომ  ბიზნესისთვის მარტივი პერიოდი  არასოდეს ყოფილა, თუმცა, წელს ქვეყანაში არსებული ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ქვეყნის თითოეულ მოქალაქეზე დადებითად აისახა.

„პოზიტიურია ის, რომ წელს ეკონომიკა ორნიშნა ციფრით გაიზარდა,რაც აისახა როგორც ბიზნესზე, ისე მოსახლეობაზე, ბანკებზე და ასე შემდეგ. ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ნიშნავს იმას, რომ ბიზნესის და მოქალაქის ჯიბე პლუსშია, ეს კი განაპირობა მეორე უმნიშნელოვანესმა  ფაქტორმაც - გამყარებულმა ლარმა. კურსი ქვემოთ არ მოდის, სტაბილურია, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს“-აცხადებს პაპაშვილი.

ბიზნესმენი  2022 წლის მთავარ გამოწვევად რუსეთ-უკრაინის ომსა და ნავთობატარებლებზე და  ლოგისტიკაზე ფასების ზრდას ასახელებს. პაპაშვილი განმარტავს,რომ დადებითია ისიც, რომ წელს სრულად აღდგა ტურისტული სექტორი.

რაც შეეხება მოლოდინებს, პაპაშვილი განმარტავს, რომ ყველაფერი ბიზნესის და სახელწმიფოს ხელშია. „ჩვენი კოოპერაცია თუ მოხდება ისე, რომ მოქნილი იყოს, ყველაფერი გამოვა. როგორც ჩვენ ბიზნესმენები  კარგად ვმართათ ჩვენს კომპანიებს, ასე უნდა მართოს პრემიერმა თავისი ნაწილი თავის მინისტრებთან ერთად და ბრწყინვალე შედეგებს დადებს,“-აცხადებს პაპაშვილი.