ლაშა პაპაშვილი: მთავრობის გადაწყვეტილება "ესტონური მოდელი" არ გავრცელდეს ბანკებზე, შეცდომაა
ბიზნსმენი ლაშა პაპაშვილი არ იზიარებს მთავრობის გადაწყვეტილებას და თვლის, რომ "ესტონური მოდელი" ბანკებზე არ გავრცელდება, შეცდომაა. მისი განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მოქალაქეებზე აისახება.
„ეს საბანკო სექტორს არ მოემატა, ხალხს მოემატა. ამ 20%-ს მხოლოდ ბანკი კი არა, მთელი საქართველო გადაიხდის. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ამის დაწესება ნაადრევი იყო,“-აცხადებს პაპაშვილი.
შეგახსენებთ, მოგების გადასახადის ე.წ. ესტონური მოდელი ბიზნესისთვის 2018 წლიდან ამოქმედდა, რომელიც ბიზნესს მოგების გადასახადისგან ათავისუფლებს, თუ თანხა კომპანიაში რეინვესტირდება.
მაშინ ითქვა, რომ მოგების გადასახადის აღნიშნული მოდელი საფინანსო სექტორზე 2019 წლიდან უნდა გავრცელებულიყო, თუმცა მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ პროცესმა 2023 წლამდე გადაიწია. რამდენიმე კვირის წინ კი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ბანკები ე.წ. ესტონურ მოდელზე 2023 წელსაც არ გადავიდოდნენ.
მისი თქმით, ეს გაუმართლებელია, რადგან ბანკებს ისედაც მაღალი მოგება აქვთ.