ბიზნესი
10/01/2021

ლაშა პაპაშვილი: იმპორტის ექსპორტით ჩანაცვლებაზე უნდა ვიმუშაოთ 

„რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებელი ლაშა პაპაშვილი 2021 წელს ბიზნესის მოლოდინებზე „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრობს. მისი განცხადებით, ახლა კარგი სიტუაციაა იმისთვის, რომ  კერძო სექტორმა და მთავრობამ ერთობლივად დაგეგმონ ღონისძიებები.

როგორც პაპაშვილი აცხადებს, პანდემიის პერიოდში გამოჩნდა რამდენიმე გამოწვევა, რომელიც აუცილებელად გასათვალისწინებელია. ერთ-ერთ გამოწვევად ბიზნესმენი ქვეყანაში იმპორტის დიდ რაოდენობას ასახელებს.

„უნდა  ვიმუშაოთ იმაზე, თუ როგორ შევამციროთ იმპორტი, როგორც გავზარდოთ ექსპორტი. მეტი გამოცდილება დაგვიგროვდა, სოფლის მეურნეობა უნდა განვავითაროთ, აგრარულ სექტორში იმპორტი მაინც ჩავანაცვლოთ, ამის საშუალება მაინც ხომ არის ქვეყანაში? ბიო იქით იყოს, ნატურალურ პროდყუქტებს ვაწარმებთ. განუსაზღვრელი რაოდენობა გვაქვს წყლის და ამ მარაგს არ ვიყენებთ. აქ საუბარი არ არის მხოლოდ სასმელ წყალზე. სამწუხაროდ, თითოეულ ბიზნესმენს უხდება ირიგაციის პრობლემების საკუთარი ძალებით მოგვარება,“ - აცხადებს პაპაშვილი.