ბიზნესი
04/07/2022

ლაშა ხუციშვილი: ქონების გადასახადისგან გათავისუფლებით ტურიზმის სექტორი ₾40 მლნ-ს დაზოგავს

პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ძალაში შევიდა და ტურიზმის სექტორი 2021 წლის ქონების გადასახადისაგან (რომლის დეკლარირებაც 2022 წელს არის გათვალისწინებული) გათავისუფლდა. 

ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ქონების გადასახადისგან გათავისუფლდა 1 200-ზე მეტი მეწარმე, ჯამში ისინი 40 მლნ ლარს დაზოგავენ. 

"ამ სექტორისთვის მნიშვნელოვანი ინიციატივაა. ტურიზმის სექტორში აღდგენის ის ტემპი, რომელიც გვაქვს ბოლო თვეების განმავლობაში, ნამდვილად დამაიმედებელია", - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა. 

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეღავათით სარგებლობის საქმიანობებს განეკუთვნება: სასტუმროები და განთავსების მსგავსი საშუალებები, დასასვენებელი და სხვა მოკლევადიანი განთავსების საშუალებები, რესტორნები და საკვებით მობილური მომსახურების საქმიანობები, სასმელებით მომსახურების საქმიანობები, ტურისტული სააგენტოები, ტურ-ოპერატორები და სხვა დაჯავშნის მომსახურება და მათთან დაკავშირებული საქმიანობები.

უწყების ინფორმაციით, საგადასახადო შეღავათი ვრცელდება იჯარით, ლიზინგით ან სხვა ამგვარი ფორმით გადაცემულ ქონებაზეც, თუ ეს ქონება ასევე გამოიყენება რომელიმე ზემოაღნიშნულ საქმიანობაში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
03

19/05/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
05

25/03/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022