ბიზნესი
27/01/2022

ლაღიძის წყლები და კინოს საღამოები - "ბარბალეს მარნის" ახალი შეთავაზება მომხმარებელს

"ბარბალეს მარანი" სულ რაღაც 1 თვეა გაიხსნა და უკვე არაერთი საინტერესო შეთავაზება აქვს მომხმარებლისთვის.

კომპანიის დამფუძნებელი, ადვოკატი ზვიად კორძაძე "ბზინესპარტნიორთან" ამბობს, რომ პანდემიის მიუხედავად "ბარბალეს მარანს" უკვე ყავს მომხმარებლები, მათ შორის ხშირად სტუმრობენ უცხოელები.

"27 იანვრიდან ყოველ ხუთშაბათს "ბარბალეს მარნის" ღვინის ბარში კინოს საღამოები გაიმართება. კარგად დავიწყებული ძველი, თუმცა ყველასთვის საყვარელი ფილმების ჩვენებაზე 30 სტუმრის დასწრებაა შესაძლებელი, რომლებიც დამატებით 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. მათ სასიამოვნო გარემოსთან ერთად დახვდებათ ღვინის ბარი, სხვადასხვა სასმელი. ასევე ახლახანს გავაფორმეთ ხელშეკრულება "ლაღიძის წყალთან" და ზუსტად ისეთივე ჩამოსხმითა და ფორმით დააგემოვნებს ჩვენთან მოსული სტუმარი ნამდვილ ლაღიძის წყალს, როგორც ეს იყო ადრე.

გარდა ამისა, "ბარბალეს მარნში" შესაძლებელია ქართული კერძების დაგემოვნებაც, რომელიც წარმოდგენილია დაფებით, გვაქვს ლეჩხუმური, კახური, იმერული, ყველის და ხორცის დაფა. ამ მიმართულებითაც გვაქვს სიახლე, ვთანამშომლობთ კომპანია "ფელამუშიტოსთან", რომელიც ქართული ბადაგის დესერტით გაანებვივრებს ჩვენს მომხმარებელს. გვაქვს შოკოლადის დესერტიც, რომელსაც ქვევრის ფორმა აქვს და ასევე ქართული კომპანია ამზადებს," – აღნიშნავს ზვიად კორძაძე.  

ინფორმაციისთვის, „ბარბალეს მარანი“ თბილისში, გორგასლის ქუჩაზე მდებარეობს.

"ბარბალეს მარანი" ცნობილმა ადვოკატმა 2014 წელს შექმნა. მარანი შინდისში მდებარეობს, სადაც წელიწადში 3000 ბოთლამდე ღვინო ისხმება. "ბარბალეს მარანი" ამ ეტაპზე 8 სახის ღვინოს აწარმოებს. მათ შორის, ისეთ გამორჩეულ სახეობებს აერთიანებს, როგორებიცაა ოცხანური საფერე, ციცქა-ცოლიკაური, უსახელოური, ხიხვი, ხვანჭკარა და სხვა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მომავალი წლისთვის წარმოების 5000 ბოთლამდე გაზრდას გეგმავენ.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

კაზინო "ივერიას" წმინდა საოპერაციო მოგება 86%-ით გაიზარდა
01

02/08/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
02

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
03

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
05

18/08/2020
ტურიზმი

რაჭაში, სასტუმრო "სანსეტ შოვმა" ორწლიანი პაუზის შემდეგ ოპერირება განაახლა
06

11/07/2023