ბიზნესი
12/02/2021

"ლაბაუს" პროექტებში აპარტამენტების 15-20% უკვე გაყიდულია

„ლაბაუს“ პროექტებში აპარტამენტების 15-20% უკვე გაყიდულია. კომპანიის გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მადლენა მანუსაჩიანი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ  დაგეგმილია „ლაბაუს“ საკუთრებაში არსებული ნომრების 40%-ის გაყიდვა, რის შემდეგაც მესაკუთრე ავტომატურად 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს მთლიანი მოგების მეწილე გახდება.

სასტუმროები მდებარეობს გონიოსა და ბაკურიანში.

მადლენა მანუსაჩიანის თქმით, სასტუმროს პარტნიორად ქცევის მიმზიდველობა მდგომარეობს იმაშიც, რომ „ლაბაუს“ სხვა 5 ვარსკვლავიან სასტუმროებში მყიდველი სარგებლობს 20-დან 50%-მდე ფასდაკლებით (სეზონების მიხედვით) და 20%-იანი ფასდაკლებით ლაბაუს ქსელის  კვების ობიექტებში.

აღსანიშნავია, რომ სასტუმროს ნომრის შეძენიდან შემოსავალი არ არის დამოკიდებული ნომრის გაქირავებაზე, ვინაიდან სასტუმროს ნომერი არის მყიდველის წილი სასტუმროს მთლიანი მოგებიდან. კომპანია მეწილეს სთავაზობს მოქნილ და მომხმარებელზე ორიენტირებულ გადახდის პირობებს. ყველანაირი რისკის გამოსარიცხად , პირველადი შენატანის (20%) გადანაწილება მოხდება დაზღვეულ ანგარიშზე, ხოლო დანარჩენ 80%-ს იხდის მშენებლობის დასრულების შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ „ლაბაუ“ სასტუმროების ქსელ „მგზავრების“ პროექტია. „ლაბაუ“ კომპანიის მხრიდან სასტუმროების 5 ვარსკვლავიანი ხაზის გაშვების პირველი შემთხვევა იქნება, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ გონიოსა და ბაკურიანში შენდება და 2021 წლის ბოლოს დასრულდება.„ლაბაუში“ აცხადებენ, რომ სამომავლოდ ქსელი კვლავ გაფართოვდება და გაფართოვდება მომხმარებლის სარგებლის არეალიც. 

რაც შეეხება „მგზავრებს“, სასტუმროების ქსელი უკვე 10 წელია ქართულ ბაზარზე წარმატებით მოღვაწეობს. კომპანიის მიერ განხორციელებული პროექტები 3 ვარსკვლავიანი აპარტოტელის კოცეფციას, ასევე, ბათუმსა და გონიოში 4 ვარსკვლავიან სასტუმროებს მოიცავს.