ბიზნესი
17/02/2023

ქვეყანაში ხის კოტეჯები გაძვირდა - კვ.მეტრის ფასი $350-დან იწყება

ქვეყანაში ხის კოტეჯები გაძვირდა. რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური მოვლენებიდან გამომდინარე, მშენებლობისთვის საჭირო ნედლეულზე ფასებმა მკვეთრად მოიმატა, გაძვირდა მათი ტრანსპორტირებაც, რაც საბოლოო ჯამში, საქართველოში წარმოებული პროდუქტის ფასზე აისახა.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანია kotejebi.ge-ის მთავარმა არქიტექტორმა გიორგი მგელაძემ განუცხადა, თუ აქამდე1 კვადრატული მეტრის ღირებულება 250-300 დოლარიდან იწყებოდა, ახლა ფასები 350 დოლარიდან იწყება.

„მიუხედავად გაზრდილი ფასებისა, ქვეყანაში ხის კოტეჯებზე მოთხოვნა ძალიან დიდია. ძირითადი მოთხოვნა მთიანი რეგიონებიდანაა. დამკვეთები კოტეჯებს უმეტესად ბიზნესისთვის აშენებენ. გვყავს როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი კლიენტები, რომლებიც ინვესტიციას დებენ ხის კოტეჯებში და აქ სასტუმროების ბიზნესს იწყებენ“, - ამბობს გიორგი მგელაძე.

მისივე თქმით, 2022 წელი kotejebi.ge-ისთვის წარმატებული აღმოჩნდა და გასულ წელთან შედარებით, მეტი კოტეჯი გაიყიდა.

„აქამდე თვეში 3-4 პროექტის შეკვეთა გვქონდა, ახლა ეს რიცხვი თვეში 6 პროექტამდეა გაზრდილი. იზრდება იმ კომპანიების რიცხვიც, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ხის კოტეჯებს აწარმოებენ“, - აღნიშნავს გიორგი მგელაძე.

ცნობისთვის, kotejebi.ge ბაზარზე 2 წლის წინ გამოჩნდა და უკვე 10-ამდე დასრულებული პროექტის ავტორია.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

ირაკლი კოვზანაძე: სადაზღვევო ბაზარს განვითარების პერსპექტივა აქვს
04

08/04/2022
ეკონომიკა

"მასიური მარცხი" გლობალური ეკონომიკისთვის" - რუსეთ-უკრაინის ომი რიცხვებში
05

19/04/2022
ბიზნესი

ავტოიმპორტიორები გამოწვევების პირისპირ - რა შეღავათს ითხოვს ასოციაცია
06

09/05/2022