ბიზნესი
30/04/2023

კურიერების აქციის ორგანიზატორი: "ჩვენ შესვენება გვაქვს, სხვა ქვეყნების აქციებს სიმბოლურად გამოვეხმაურეთ"

სააკაძის მოედნის მიმდებარედ კურიერების მცირე ჯგუფი იყო შეკრებილი. უცნობია, რა მოთხოვნები აქვთ კურიერებს, ამიტომ, ჩვენ ინფორმაცია საპროტესტო აქციების ორგანიზატორთან და კურიერების ლიდერთან, სანდრო ლომინაშვილთან (არჩიბალდ მეკეში) გადავამოწმეთ.

„ევროპის რვა ქალაქში მიმდინარეობს ვოლტის კურიერების აქცია ჩვენ პარალელურად. ახლა მეორე ტალღა მიმდინარეობს ევროპაში და ამ ერთი აქციით გამოვეხმაურეთ, სოლიდარულები ვართ ერთმანეთის მიმართ. ახლა იქ ინტენსიურ ფაზაში არიან და ჩვენ შესვენება გვაქვს. სხვა ქვეყნების აქციებს სიმბოლურად გამოვეხმაურეთ,“ - განმარტავს არჩიბალდ მეკეში.

აღსანიშნავია, რომ უცხოურ მედიაში, ამ დროისთვის, ევროპის სხვადასხვა ქალაქში კურიერების მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ინფორმაცია გადავამოწმეთ პროტესტის ერთ-ერთ ორგანიზატორ კურიერთანაც. გიორგი მამალაშვილი ამბობს, რომ კურიერებმა ჯერ არ იციან, რა ფორმით განაგრძობენ პროტესტის გამოხატვას.

„საპროტესტო აქცია არა, ჩვენი პატარა შეკრებაა. ევროპის შვიდი ქვეყანაა გაფიცული, ზოგადად აპროტესტებენ ჩეხეთი, საბერძნეთი, დანია, ფინეთი, ხორვატია, გერმანია და სერბეთი და ვუერთდებით სოლიდარობის კუთხით. საპროტესტო აქცია არ არის, უბრალოდ შევიკრიბეთ, შევხვდით 28 ქვეყნის არასამთავრობო ორგანიზაციას და შემდეგ ნაბიჯებზე ვლაპარაკობთ, რა იქნება. სამომავლოდ, რა ფორმით გადაწყდება პროტესტი, ზუსტად არ ვიცით ჯერ,“ - ამბობს გიორგი მამალაშვილი.

გაურკვეველია, რომელ აქციას გამოუცხადეს სოლიდარობა თბილისში შეკრებილმა მცირე ჯგუფმა, რომლთაც არც საკუთარი მოთხოვნა არ გაუჟღერებიათ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023