კრწანისის რეზიდენციის აუზი: აქტივობა მაღალია, მომხმარებელი მონატრებულია მსგავს სერვისს
„კრწანისის რეზიდენციის აუზის“ გენერალური მენეჯერი ანა ბერიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ აუზი გახსნილია და პანდემიის მიუხედავად, საკმაოდ ბევრი მომხმარებელიც ჰყავს.
„აქტივობა მაღალია, მომხმარებელი მონატრებულია მსგავსს სერვისს და ეს ამის შედეგია. გამომდინარე იქიდან, რომ მუშაობა და მომხმარებლის მიღება რეგულაციების დაცვით, შეზღუდული რაოდენობით გვიწევს, კომპანიისთვის მომხმარებლების ეს რაოდენობა ცოტაა. აქტივობა იმდენად მაღალია, რომ თუ ასე გაგრძელდა, წლის ბოლოს ძალიან კარგი შედეგი გვექნება,“ - აცხადებს ბერიძე.
მისი განცხადებით, ფასები წინა სეზონთან შედარებით ნაწილობრივ დაკორექტირდა. ერთჯერადი შესვლის ფასი 5 ლარით გაიზარდა, აბონიმენტების ღირებულება კი იგივე დარჩა.
„კრწანისის რეზიდენციის აუზში“ აბონიმენტების ფასები სამუშაო დღეებში - 550 ლარია, შაბათ/კვირა - 320 ლარი, ყოველდღიური - 650 ლარი, 14 დღე - 420 ლარი, 7 დღე - 280 ლარი.
ერთჯერადი შესვლის შემთხვევაში ორშაბათი-პარასკევის დღეებში ფასი 45 ლარია. 12 წლამდე ბავშვებისთის შესვლის ფასი 25 ლარია.