ბიზნესი
16/03/2020
კორონავირუსი და ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა
როგორია ბიზნესის პასუხისმგებლობა მაშინ, როდესაც ქვეყანა პანდემიისგან გამოწვეულ საფრთხეებს ებრძვის? ფაქტია, რომ პრევენციის მიზნით რიგი კომპანიები დისტანციურ მუშაობაზე გადავიდნენ, სასტუმროების ნაწილი მზადაა სახელმწიფოს საკარანტინო ზონის მოსაწყობად ფართი გადასცეს, ბანკებმა მომხმარებელს სესხებზე საშეღავათო პერიოდი შესთავაზეს, კომპანიების ნაწილი კი კლინიკებისთვის პროდუქტი გამოყო.
რამდენად ადეკვატურია ბიზნესი დღევანდელ მდგომარეობაში? ამ საკითხზე ბიზნესპარტნიორში კომპანია “ჯეპრას” უფროსმა კონსულტანტმა კახა მაღრაძემ ისაუბრა.