ფოტო: Pontos Maritime
ბიზნესი
02/11/2022

კონსტანცა-ფოთს შორის საბორნე მიმოსვლა მაისიდან დაიწყება - პროექტს Pontos Maritime-ი განახორციელებს

კონსტანცასა და ფოთს შორის საბორნე მიმოსვლა მომავალი წლის მაისიდან იგეგმება.

კონსტაცაში საჭირო ინფრასტრუქტურის - ნავმისადგომის, ტერმინალისა და მულტიმოდალური სერვისისთვის ჩიხის მოწყობა უკვე დაწყებულია. პროექტს Pontos Maritime-ი ახორციელებს.

როგორც "ბიზნესპარტნიორს" კომპანიის დამფუძნებელმა და დირექტორმა პაატა დაიაურმა მარშრუტი გადამზიდავებს, იმპორტიორებსა და ექსპორტიორებს საშუალებას მისცემს გაანახევრონ ევროკავშირისა და ბალკანეთის ქვეყნებთან ტვირთის მიმოსვლისთვის არსებული დრო, მაგალითისთვის ცენტრალურ ევროპაში ტვირთის გადატანა 6-7 დღეში იქნება შესაძლებელი.

ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს კომპანია DP World-ი ახორციელებს, ნოემბრიდან კი Pontos Maritime-ის და DP World-ის, ასევე რუმინეთისა და საქართველოს საბაჟო სამსახურების მონაწილეობით შეიქმნება სამუშო ჯგუფი ტვირთის მიმოსვლისთვის საჭირო დოკუმენტაციის ელექტრონული მიმოცვლის მიზნით, რაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს და დააჩქარებს გადამზიდავების მიერ ევროკავშირისა და საქართველოს საზღვრის კვეთას და ბიუროკრატიას.

კომპანიაში ამბობენ, რომ ბოლო სამი წლის მანძილზე მნიშვნელოვანი სამუშაო იქნა გაწეული ერთი მხრივ ინფრასტრუქტურის მომზადების, ასევე ბიუროკრატიული ბარიერების გამარტივების მხრივ.

კომპანიაში ევროკავშირის მიერ გაცხადებულ "საფლაგმანო ინიციატივაზეც" აცხადებენ, რაც დამატებით კაპიტალის მოზიდვის საშუალებას იძლევა შავ ზღვაზე უფრო ინტენსიური სატრანსპორტო მიმოსვლის განსავითარებლად.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
03

19/05/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
05

25/03/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022