ბიზნესი
12/07/2023

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ "რეტკოს" საჩივარი დაუშვებლად ცნო

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ „რეტკოს“ საჩივარი დაუშვებლად ცნო.
 
საკითხი ეხებოდა - სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის, ხოლო შპს „ქსელმშენის“, შპს „ჯორჯიან ინჟინერინგ კომპანისა“ და შპს „ხადას“ მიერ კანონის მე-7 მუხლის სავარაუდო დარღვევის ფაქტს (შეთანხმებული ქმედება). კერძოდ, მომჩივანი სადავოდ ხდიდა სს „საქართველოს რკინიგზის“, მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მიწოდების 30 დღიანი ვადის დაწესებას და მიიჩნევდა, რომ ამით შეიზღუდა კონკურენცია.
 
კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციით, საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპზე, სააგენტომ შეისწავლა მითითებული სადავო ტენდერები, ჩატარებული ბაზრის კვლევები და მიღებული ინფორმაცია/მტკიცებულებები.
 
"ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ შემსყიდველმა ორგანიზაციამ ბაზრის კვლევა განახორციელა ორჯერ, რომლის ფარგლებშიც სადავო სატენდერო პირობას აკმაყოფილებდა სულ მცირე 6 ეკონომიკური აგენტი. შესაბამისად, ვერ დადგინდა ის კონკრეტული სუბიექტი, რომელსაც დაუწესდა შეღავათი ან შეექმნა დომინანტური მდგომარეობა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საქმეში ასევე არ არსებობდა სარწმუნო მტკიცებულებები, რომელიც წარმოშობდა გონივრულ ეჭვს ხსენებულ 3 ეკონომიკურ აგენტს შორის კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების არსებობის შესახებ,"-აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 
Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023