ბიზნესი
07/07/2023

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ კომპანია "დილსი" გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, 2023 წლის 7 თებერვალს, ონლაინ ვაჭრობის სექტორში, შპს „დილსის“ მხრიდან „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე საქმის შესწავლა დაასრულა და წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების, შესწავლის შედეგად დარღვევის ფაქტი დაადგინა.

კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციით, "დილსი" 736 ლარით დაჯარიმდა. 

"შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილების საფუძველზე, მოვაჭრეს ევალებოდა - 1 თვის ვადაში, მომხმარებელთა დარღვეული უფლებების აღდგენა და თავისი სავაჭრო წესების, პირობების კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა. კერძოდ, სააგენტოს გადაწყვეტილების თანახმად, მოვაჭრეს განესაზღვრა - მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულების, საქონელზე ფასების მითითების, საქონლის მიწოდების ვადების და კანონისმიერი გარანტიის პირობების დარღვევის ფაქტის დარეგულირება, რაც არ შესრულდა.

კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის გამო მოვაჭრეს ჯარიმა დაეკისრა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჯარიმის დაკისრება მოვაჭრეს სააგენტოს გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს.

2022 წლის ნოემბრიდან - 2023 წლის ივნისის ჩათვლით, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში 270 განაცხადი დაფიქსირდა, საიდანაც 175 განცხადებაზე საქმის შესწავლა დაიწყო. დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 14 დარღვევის ფაქტი - 28 საქმეზე, ხოლო 3 შემთხვევაში დარღვევა არ დადასტურდა. მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 84 საქმეზე - 48 შეთანხმება გაფორმდა", - ნათქვამია კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციაში. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023