ბიზნესი
14/06/2023

კომუნიკაციების ომბუდსმენთან ყველაზე ხშირად "სილქნეტს" უჩივიან

კომუნიკაციების დარგში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადობრივი დამცველის სამსახურში ყველაზე მეტი საჩივარი „სილქნეტის“ მისამართით შევიდა.

2022 წელს კომუნიკაციების ომბუდსმენს სულ 1227 საჩივრით მიმართეს, საიდანაც 440 საჩივარი  სწორედ „სილქნეტს“ ეხებოდა, შემდეგია „მაგთიკომი“ - 376 საჩივარი, „ვიონი საქართველო“ – 78 საჩივარი, შპს „სტერეო+“ 39 საჩივარი, „ახალი ქსელები“ - 31 საჩივარი და ა.შ.

როგორც საზოგადოებრივი დამცველი განმარტავს, სამსახურში წლიდან წალმდე მიმართვიანობის მაჩვენებელი იზრდება. თუკი 2022 წელს კომუნიკაციების ომბუდსმენს 1227 საჩივრით მიმართეს, 2021 წელს ეს მაჩვენებელი -  971 , 2020 წელს -  822, ხოლო 2019 წელს -  714 იყო.

ორგანიზაციის ცნობით, საჩივრების 90% კომპანიებსა და მომხმარებელს შორის მორიგების, მედიაციის გზით წყდება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023