კომპანიამ "ტერმიტი" ტყავის გადამამუშავებელი ქარხანა გახსნა
ტყავის აქსესუარების მწარმოებელმა კომპანიამ “ტერმიტი“ ტყავის გადამამუშავებელი ქარხანა გახსნა.ტყავის ქარხანა 1ჰა ტერიტორიაზე ორხევში მდებარეობს და მასში დაახლოებით $200 000-ის ინვესტიცია განხორციელდა.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი მიხეილ ბერძენიშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, ქარხანა ტყავს ამ ეტაპზე მხოლოდ საკუთარი მოხმარებისთვის აწარმოებს. წლის ბოლოსთვის კი კომპანია გეგმავს ტყავი ადგილობრივ ბაზარსაც მიაწოდოს და ექსპორტზეც გაიტანოს.
მისი ინფორმაციით, „ტერმიტის“ ქარხანაში ამ დროისთვის 5 ტიპის ტყავის წარმოება ხდება.
ბერძენიშვილის განცხადებით,ტყავის მწარმოებელი ქარხანა თვეში დაახლოებით 5 ტონა ტყავის გადამუშავებას ახდენს. ნედლეულს (საქონლის ტყავს) კი კომპანია ადგილობრივი ფერმერებისგან ყიდულობს.
კომპანია ქალისა და მამაკაცის ტყავის ჩანთებს, საფულეებს, ქამრებს, საბავშვო ფეხსაცმელებს და სხვა აქსესუარებს, მათ შორის უნაგირებს ამზადებს. პროდუქცია კომპანიის საფირმო მაღაზიაში იყიდება. თბილისის მასშტაბით კომპანია3 მაღაზიითა წარმოდგენილი.
რაც შეეხება ექსპორტს, კომპანია „ტერმიტი“ წარმოებულ პროდუქციას აშშ-ში, სავაჭრო პლატფორმა amazon.com-ის საშუალებით ყიდის. რეალიზაცია ხდება საფრანგეთშიც.