ბიზნესი
04/05/2023

კომპანია "ოჯახური" საექსპორტო ბაზრების გაფართოებას გეგმავს

სუნელების მწარმოებელი კომპანია „ოჯახური“ საექსპორტო ბაზრების გაფართოებაზე მუშაობს. 

როგორც კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი  სალომე ნეფარიძე "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, „ოჯახური“ ამ ეტაპზე მოლაპარაკებას სომხეთთან აწარმოებს, სადაც სულ ცოტა ხნის წინ ქართული ქსელური მარკეტი გაიხსნა. სწორედ ამ მარკეტში  განიხილება საქართველოში წარმოებული სუნელების შეტანა. 

„წლიდან წლამდე იზრდება ქართულ სუნელებზე მოთხოვნა, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე. ჩვენი სანელებლები და სხვა ნაწარმი 10-მდე ქვეყანაში გადის, მათ შორის არის გერმანია, პოლონეთი და ჩეხეთი.

ჩვენთვის ერთ-ერთი დიდი გამოწვევა როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე  ჯანსაღი და ნატურალური ნედლეულის მოპოვებაა," -აღნიშნავს ნეფარიძე.

კომპანია ნედლეულის ნაწილს ადგილობრივად იძენს, ნაწილი კი იმპორტით შემოაქვს. 

ქსელურ მარკეტებში „ოჯახურის“ სუნელ-სანელებლების ფასი 3-დან 5 ლარამდე მერყეობს. ფასის შენარჩუნება კი კომპანიამ საწარმოში არსებული ნედლეულის მარაგების ხარჯზე შეძლო. 

როგორც „ოჯახურის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი აცხადებს, პროდუქცია ლაბორატორიულად ყველა მაჩვენებელზე მუდმივად მოწმდება, რასაც სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად ამოწმებს და  რისი მოთხოვნაც საექსპორტო ქვეყნებს აქვთ.

ცნობისთვის, კომპანია „ოჯახურის“ სუნელ-სანელებლების საწარმო 13 წელია ბაზარზეა და ამჟამად 90-მდე დასახელების სუნელს აწარმოებს. გარდა ამისა, კომპანია  აქტიურად აწარმოებს  მარინადებს, სოუსებსა და ჯემებს, რომლის რეალიზაციასაც ახდენს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023