ბიზნესი
20/04/2023

კომპანია "ლეველი" საწარმოს აფართოებს

ვერცხლის სამკაულებისა და აქსესუარების მწარმოებელი კომპანია „ლეველი“ საწარმოს აფართოებს. ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს" კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელმა ნინი ჭელიძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ბოლო პერიოდში მოთხოვნა საგრძნობლადაა გაზრდილი, აქედან გამომდინარე, ზაფხულში იგეგმება ახალი საწარმოს გახსნა.

„ამ ეტაპისთვის ექსპორტზე  ამერიკასა და გერმანიაში გავდივართ და სხვა ქვეყნებიდანაც არის დაინტერესება,"-აცხადებს ჭელიძე.

კომპანია პროდუქციის რეალიზაციას ახდენს როგორც  ონლაინ გაყიდვების საშუალებით, ასევე მომხმარებელს   ადგილზე, მაღაზიაში ყიდვის შესაძლებლობაც აქვს, რომელიც საბურთალოს ტერიტორიაზე მდებარეობს.

ვერცხლის სამკაულებისა და აქსესუარების საწყისი ფასი 25 ლარიდან იწყება და 150 ლარამდე მერყეობს.

როგორც „ლეველი“-ს მარკეტინგის ხელმძღვანელი აღნიშნავს, ქვეყანაში  არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ასევე ნედლეულზე ფასის მატების გამო, ბრენდს მცირედით ფასების მცირედით მომატება მოუწია, თუმცა ვინაიდან ბრედის მიზანია ყველასათვის ხელმისაწვდომი იყოს, მაქსიმალურად ეცადნენ ფასებს შორის სხვაობა არ ყოფილიყო ძალიან დიდი

აღსანიშნავია, რომ კომპანია გეგმავს პროდუქციაში ტანსაცმლის ხაზის დამატებას, რომელიც გაყიდვაში უახლოეს მომავალში ჩაეშვება.

შეგახსენებთ, კომპანია „ლეველი“ ბაზარზე  2020 წლიდან ოპერირებს და მომხმარებელს  უმაღლესი სინჯის ვერცხლისაგან დამზადებულ სამკაულებსა და აქსესუარებს სთავაზობს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023