ბიზნესი
10/02/2023

კომპანია "დღეს პესტო" - ადგილობრივი წარმოების პესტოზე მოთხოვნა იზრდება

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების პესტო სულ უფრო მოთხოვნადი ხდება და იმპორტირებულს კონკურენციასაც უწევს. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ პესტოს მწარმოებელი კომპანია „დღეს პესტოს“ დამფუძნებელი, ნინა ქარაზანიშვილი უყვება, იზრდება იმ ადამიანების რიცხვიც, რომლებიც ქვეყანაში პესტოს წარმოებას იწყებენ.

„მაშინ, როდესაც ჩვენ გამოვჩნდით ბაზარზე, საქართველოში პესტოს არავინ აწარმოებდა. ახლა გამოჩნდნენ პატარ-პატარა კაფეები, რომლებიც თავიანთი მომხმარებლისთვის პესტოს ქმნიან. თუმცა, კომპანიის სახით ჯერჯერობით ბაზარზე მხოლოდ ჩვენ ვოპერირებთ“, - აღნიშნა „დღეს პესტოს“ დამფუძნებელმა.

ნინა ქარაზანიშვილის თქმით, მისი კომპანიის მიერ წარმოებული პესტო აბსოლუტურად  ცოცხალი პროდუქტია, შესაბამისად, მისი უპირატესობა იმპორტირებულ პესტოსთან შედარებით სწორედ ეს არის.

„დღეისთვის საქართველოში ერთადერთი კომპანიაა „დღეს პესტო“, რომელიც აწარმოებს პესტოს სოუსებს და ჩამოტანილი პროდუქციისგან განსხვავდება იმით, რომ არ შეიცავს კონსერვანტებს“, – ამბობს ქარაზანიშვილი.

ცნობისთვის, „მიეცით ახალი გემო ცხოვრებას!“ – ეს მთავარი სლოგანია კომპანია „დღეს პესტო“-სი, რომელმაც ქართულ ბაზარზე საქმიანობა 2020 წლის ოქტომბრიდან დაიწყო და მომხმარებელს სთავაზობს 4 ტიპის პესტოს, ესენია: ბაზილიკის პესტო პარმეზანით, ბაზილიკის პესტო ვეგანური, პესტო ნადუღით და ნიგვზით და პესტო ბადრიჯნით და ნიგვზით.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

ირაკლი კოვზანაძე: სადაზღვევო ბაზარს განვითარების პერსპექტივა აქვს
04

08/04/2022
ეკონომიკა

"მასიური მარცხი" გლობალური ეკონომიკისთვის" - რუსეთ-უკრაინის ომი რიცხვებში
05

19/04/2022
ბიზნესი

ავტოიმპორტიორები გამოწვევების პირისპირ - რა შეღავათს ითხოვს ასოციაცია
06

09/05/2022