ბიზნესი
28/09/2023

კომპანია "ჩიზუკა" სტაფილოსა და მარმარილოს ფერის ყველის წარმოებას გეგმავს

ყველის მწარმოებელი კომპანია "ჩიზუკა" უახლოეს პერიოდში წარმოების გაფართოებას გეგმავს, - ამის შესახებ გადაცემა "ბიზნეს პოსტს" კომპანიის დამფუძნებელმა, ვიკა იობიძემ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, წარმოება საოჯახო ბიზნესია.  ამ დრომდე, კომპანია მწვანე შეფერილობის ყველს აწარმოებდა, რომელიც კამის წვენის, ტარხუნისა და ლიმონის დამატებით იქმნებოდა. უახლოეს მომავალში კი სტაფილოსა და მარმარილოს ფერის ყველის შექმნა იგეგმება.

"გარდა სტაფილოსა და მარმარილოს ფერის ყველისა, ასევე პომიდვრის დახმარებით, კიდევ ერთი ინოვაციური განაცხადი იგეგმება ქართული ყველის ინდუსტრიაში. თავად ყველის მოვლა საკმაოდ რთული პროცესია. მისი ღირებულება 60 ლარს შეადგენს. იქიდან გამომდინარე, რომ წარმოება მცირეა, ვიმედოვნებთ, რომ რეალიზაციის პრობლემა არ გვექნება,"- აცხადებს იობიძე.

კომპანიის დამფუძნებლის ცნობით, კომპანია რეალიზაციას ახლა იწყებს. უახლოეს დღეებში "ჩიზუკას" მიერ წარმოებული პროდუქცია „ყველის სახლში“ გამოჩნდება, სამომავლოდ, დაგეგმილია მაღაზიათა ქსელებთან თანამშრომლობაც.  

აღსანიშნავია, რომ კომპანიამ 2021 წელს CENN-ის დახმარებით, პროექტ "ეს წალკას" ფარგლებში, 60%-იანი გრანტი მოიპოვა, 60 000 ევროს ოდენობით.  რძის გადამამუშავებელი ქარხნის ასაშენებლად, ჯამში 100 000 ევროს ინვესტიცია განახორციელდა.

საწარმო თანამედროვე სტანდარტებითაა აშენებული და წარმოებაში HACCP-ის სტანდარტია დანერგილი.

ცნობისთვის, საოჯახო ბიზნესმა ყველის წარმოება 1996 წელს დაიწყო, წალკის რაიონის, სოფელ სანთაში და ქართულ ბაზარზე ახალგაზრდა მეწარმის პროდუქცია "ჩიზუკას" სახელით გამოჩნდა. „ჩიზუკა“ ამზადებს ქართულ გემოსთან მიახლოებულ ფეტა ყველს ზეითუნის ზეთში, ხმელი სუნელით, ასევე  ყველის ბურთებს, რომელიც ამოვლებულია სხვადასხვა ხმელ სუნელში. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023