ბიზნესი
26/04/2023

კომფორტ-ტაქსი: ტაქსების "ბასლაინებში" დაშვება გზის დანარჩენ ზოლებში მოძრაობას განტვირთავს

ტაქსებისთვის ავტობუსების ზოლში მოძრაობის დაშვება დადებითი გადაწყვეტილებაა და ეს ცვლილება მგზავრისთვის კომფორტის შექმნასთან ერთად მოძრაობის განტვირთვასაცნ შეუწყობს ხელს. ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ ტაქსის კომპანია „კომფორტ-ტაქსის“  დამფუძნებელმა ლევან თავართქილაძემ განუცხადა.

„ევროპაშიც და ამერიკაშიც ტაქსებს აქვთ უფლება, იმოძრაონ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილ ზოლში, რათა მათ მგზავრები შეფერხების გარეშე აიყვანონ და უფრო თავისუფლად იმოძრაონ. რაც შეეხება იმას, ხომ არ გადატვირთავს ეს ცვლილება „ბასლაინებს,“ ცხადია, ასე არ მოხდება, რადგან ეს ზოლი საკმაოდ თავისუფალია და საცობები მათ გვერდითა ზოლებშია, რადგან გზის დანარჩენი ნაწილები უფრო გადატვირთულია,“ - განაცხადა თავართქილაძემ.

შეგახსენებთ, თბილისის მერმა დღეს განაცხადა, რომ A კატეგორიის იმ ტაქსებს, რომელთა ასაკი არ აღემატება 10 წელს, პირველი ივნისიდან ავტობუსის ზოლში მოძრაობა შეეძლებათ.

კახა კალაძის თქმით, მიმდინარე წლის მაისიდან მუნიციპალურ სერვისცენტრებში ე.წ. სტიკერების დარიგება დაიწყება A კატეგორიის იმ ტაქსებისთვის, რომელთაც ავტობუსის ზოლში მოძრაობის უფლება აქვთ.

დედაქალაქის მერის თქმით, ტაქსი დაიშვება ავტობუსის ზოლში მხოლოდ იქ, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის მიმართულებით.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023