ბიზნესი
22/04/2021

კოდა: ერთი მაღაზია გვაქვს და გაფართოებას ვერ ვახერხებთ

მეფრინველეობის კომპანია „კოდას“ დირექტორი ზურაბ ჭუჭულაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“  აცხადებს, უახლოეს მომავალში კომპანია საფირმო მაღაზიების კუთხით გააქტიურებას არ გეგმავს.

მისი განმარტებით, კომპანიას არაერთი იდეა აქვს, რომლის განხორციელების შემთხვევაშიც ბევრი ადამიანის დასაქმება იქნება შესაძლებელი, თუმცა, ამ ეტაპზე კომპანია ეპიდემიის შედეგად შექმნილი სიტუაციის და ფინანსური მდგომარეობის გამო, რეინვესტიციას არ გეგმავს.

„ჯიხურები ჩვენი ნებით არ დაგვიკეტავს, გაჩერება მოგვიწია. ამ ეტაპზე ერთი მაღაზია ფუნქციონირებს, პაკინის 7-ში. გაფართოებას ვერ ვახერხებთ,“ - აცხადებს ჭუჭლაშვილი.

„კოდა“ წლიური წარმადობა 65 მილიონი ცალი კვერცხია, ქათმის ხორცის წლიური წარმოება კი 1000 ტონის ფარგლებშია.