ბიზნესი
06/04/2023

ქობულეთში, "დრიმლენდ ოაზისის" ტერიტორიაზე 2 მრავალფუნქციური კომლექსის მშენებლობა იგეგმება

ქობულეთში „დრიმლენდ ოაზისის“ კუთვნილ ტერიტორიაზე, ორი მაღალსართულიანი, მრავალფუნქციური კომპლექსის  მშენებლობა იგეგმება.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ აღნიშნულ ნაკვეთზე მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობის მიზნით დამტკიცებული კონცეფციის გათვალისწინებით შემუშავებული განაშენიანების დეტალური გეგმა დააამკიცა.

საუბარია ქობულეთში, დავით აღმაშენებლის გამზირ №297-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე, სადაც, გეგმის თანახმად უნდა მოეწყოს სრულყოფილი ინფრასტრუქტურის მქონე მრავალფუნქციური კომპლექსი. ნაკვეთის ფართი შეადგენს 15611,00 კვ.მ-ს.

დოკუმენტში ვკითხულობთ: „გეგმარებითი ერთეული განლაგებულია სანაპირო ზოლის ერთ-ერთ უალმაზეს ადგილზე დავით აღმაშენებლის გამზირისა და თამარ მეფის სანაპიროს შორის, ყოფილი „პანსიონატ ქარიშხალა“-ს ტერიტორიაზე და მის მიმდებარედ ჩრდილოეთისა და სამხრეთის მხრებიდან მდებარეობს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნაკვეთები, სადაც განლაგებულია საზოგადოებრივი სკვერები და დავით აღმაშენებლის გამზირიდან თამარ მეფის სანაპიროზე გადასასვლელი გზები, აღმოსავლეთის მხრიდან დავით აღმაშენებლის გამზირი და დაბალი ინტენსივობის მქონე განაშენიანება, ხოლო დასავლეთის მხრიდან თამარ მეფის სანაპირო, პლაჟი და შავი ზღვა, რომლებიც წარმოადგენს საზოგადოებრივ სივრცეს.“

საპროექტო ტერიტორიაზე გასანთავსებელი სასტუმრო ტიპის დანიშნულების შენობა ნაგებობა დაკომპლექტებულია სტანდარტული აპარტნომრებით. 

25 და 35 სართულიან ორ შენობაში 840 აპარტნომერი უნდა განთავსდეს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023