ბიზნესი
02/07/2023

კლასიკური ავტომობილების შესახებ ახალი კანონმდებლობა ძალაში შევიდა

კლასიკური ავტომობილების შესახებ ახალი კანონმდებლობა, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო, 1   ივლისიდან ძალაში შევიდა.

ახალი კანონმდებლობით,კლასიკური ავტომობილები (40+ ასაკის) ცალკე კატეგორიად განისაზღვრა, შემცირდა კლასიკური ავტომობილის განბაჟების ტარიფი და 1 სმ. კუბზე 1 ლარით განისაზღვრა. გარდა ამისა, დარეგულირდა კლასიკური ავტომობილების ტექნიკურ დათვალიერებასთან დაკავშირებული, ზღვრული გამონაბოლქვის საკითხი.

შეგახსენებთ, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონში ცვლილება  პარლამენტმა 2023 წლის აპრილში განიხილა და მას მხარი დაუჭირა. ცვლილება ასევე განხორციელდა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“. აღნიშნული პროექტებით კანონმდებლობაში კლასიკური ავტომობილების განსაზღვრების შემოტანის გარდა, მთავრობა დაარეგულირებს სფეროს იმგვარად, რომ მფლობელს გაუადვილდეს ასეთი ავტომობილების ექსპლუატაცია. ასევე, შემცირდება და ევროპის მსგავსად დაწესდება განბაჟების ტარიფი.

კანონპროექტის ინიციატორები იყვნენ არჩილ თალაკვაძე, ბექა დავითულიანი, გიორგი ვოლსკი, ბექა ოდიშარია და დავით კაჭარავა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023