ბიზნესი
10/03/2021

კინოთეატრი "საქართველო" იყიდება - რა ღირს და რა პირობებით ყიდის ქონებას მფლობელი

კინოთეატრი “საქართველო” იყიდება. მისი გასაყიდი ფასი 2.4 მლნ დოლარია (8 მლნ ლარამდე). კინოთეატრი “საქართველოს” მფლობელი კომპანია შპს “მერიდიანი XXI“-ია. 

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დირექტორმა ნუგზარ გიგაურმა განუცხადა, იყიდება მთლიანად კომპანია, რომელიც კინოთეატრის შენობას ფლობს.

გიგაურის ინფორმაციით, მიწის ფართი 2470 კვ.მ-ს, ხოლო შენობა-ნაგებობების ფართი 2695 კვ. მეტრია.

„მყიდველს არ ექნება არანაირი ვალდებულება, მათ შორის არც იმისი, რომ შეინარჩუნოს პროფილი. რაც შეეხება ინტერესს, ბევრი რეკავს, ინტერესდება, თუმცა კონკრეტული არაფერია,“ - აცხადებს ნუგზარ გიგაური.

როგორც სამეწარმეო რეესტრის ამონაწერიდან ირკვევა, შპს “მერიდიანი XXI”-ის 42%-იანი წილის მფლობელი შპს მ.ს-ია, 33% - ანატოლი სემურიხინი, 25% - ომარ სამადაშვილი.

2014 წლის ოქტომბრის შემდეგ აღნიშნულ ტერიტორიაზე სუპერმარკეტების ქსელიფურშეტ ჯორჯიადა გასართობი ცენტრი შპსბალუფუნქციონირებდა. ახლა ობიექტი დახურულია.

ნაძალადევში, გურამიშვილის გამზირზე მდებარე კინოთეატრი “საქართველო” ს/ს “ქართული ფილმის” საკუთრება იყო, ის 2007 წელს შპს “მერიდიანი XXI”-ს იჯარის ხელშეკრულებით,  25 წლის ვადით გადაეცა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
02

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
04

02/11/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
05

23/11/2021
ბიზნესი

სამკურნალო წყალი "ლუგელა" დეკემბრიდან საქართველოშიც გაიყიდება
06

08/09/2022