ბიზნესი
22/08/2023

კიდევ ერთი სიახლე ბიოგრაფისგან – ელექტრომობილების დასამუხტი აპარატები თქვენი ჯანსაღი მომავლისთვის

21-ე საუკუნეში თანამედროვე ადამიანის დღის წესრიგში ახალი გამოწვევები გაჩნდა. წლების გამოცდილებამ და ცნობიერების ამაღლებამ დაგვაფიქრა ისეთ თემებზე, რომლებიც მანამდე ყურადღების მიღმა გვრჩებოდა. მომავალზე ზრუნვის მიზნით, მეტად აქტუალური გახდა ეკოლოგიური საკითხები. შემდგომი თაობებისთვის მწვანე მომავლის შექმნა დამატებითი ალტერნატივების მოძიებას გულისხმობს. 

ელექტრო ტრანსპორტის წახალისებაც სწორედ ერთ-ერთი ასეთი ალტერნატივაა. ელექტრომობილები ეკო-მეგობრულია და ამასთან, მათი მოხმარება იაფიც ჯდება. ამის გამო ისინი საზოგადოებაში სულ უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს.

ელექტროდამტენები - ნაბიჯი მწვანე მომავლისკენ

ბიოგრაფი ლივინგ, რომელიც უძრავი ქონების განვითარების ქართულ ბაზარზე ახალი ნიშის დამკვიდრებას ცდილობს და მიზნად ისახავს ჯანსაღი და კომფორტული საცხოვრებელი გარემოს შექმნას, იაზრებს დაკისრებულ სოციალურ პასუხისმგებლობას და საერთო კეთილდღეობისთვის, ქვეყნის მასშტაბით ელექტრომობილების დასამუხტ ახალ აპარატებს ამონტაჟებს.

სად და რატომ განთავსდება ახალი ელექტროდამტენები

დეველოპერულმა კომპანიამ, ბიოგრაფი ლივინგ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წინაშე აიღო ვალდებულება, რომ დედაქალაქის მასშტაბით 30 ლოკაციაზე ელექტრომობილების დასამუხტი აპარატები დაამონტაჟოს. მათგან 5  ვაკის რაიონში, 4 - საბურთალოს, 4 - დიდუბეში, 2 - ნაძალადევში, 2 - ჩუღურეთში, 3 - მთაწმინდაზე, 4 - ისანში, 1 - გლდანში, 3 - სამგორში და  2 - კრწანისში დამონტაჟდება. 

აღსანიშნავია, რომ ვისოლ ჯგუფის შვილობილი კომპანიის (ბიოგრაფი ლივინგ) წამოწყება დედაქალაქის ფარგლებს სცდება და ქვეყნის სხვა კუთხეებსაც მოიცავს. 20 ერთეული ელექტროდამტენი თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალსა და ბორჯომის ხეობაში განთავსდება. კერძოდ, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის თერჯოლა-ზესტაფონის მონაკვეთზე ელექტრომობილების დამტენი 2 სადგური დამონტაჟდება, 6-6 დამტენით გზის ორივე მხარეს; ასევე, ჩქაროსნულ მაგისტრალზე, გორის მიმდებარედ 1 სადგური, 4 დამტენით დასავლეთის მიმართულებით; ბორჯომი-ბაკურიანი-ახალციხის ავტომაგისტრალზე 1 სადგური, 4 დამტენით.

ბიოგრაფი ლივინგის მიზნები გაცილებით მასშტაბურია და მხოლოდ საცხოვრებელი შენობების შექმნით არ შემოიფარგლება. ჩვენ გვსურს თანამედროვე ქალაქის შენების პროცესში ახალი ისტორია დავწეროთ. ამის ნაწილია მომდევნო სიახლეც, რომელიც მოსახლეობისთვის კომფორტის შექმნას უზრუნველყოფს და ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრას ემსახურება. 

ახალი დასამუხტი აპარატები თქვენი კომფორტისთვის

ბიოგრაფი ლივინგის ახალი წამოწყება ელექტრომობილების მოხმარებას უფრო კომფორტულს გახდის. მძღოლებს შესაძლებლობა ექნებათ, ქალაქის ერთი წერტილიდან მეორემდე დაუბრკოლებლად მივიდნენ. 

ავტომაგისტრალზე განთავსებული სადგურები შორ მანძილზე გადაადგილებას გაგიმარტივებთ. საჭიროების შემთხვევაში, შეძლებთ, დაისვენოთ, პარალელურად თქვენი ელექტრომობილი დამუხტოთ და შემდეგ მშვიდად განაგრძოთ მოგზაურობა. სამომავლოდ, მოსალოდნელია, რომ ამ წამოწყებას კიდევ დამატებითი სადგურების გაჩენაც მოჰყვება. 

ვიმედოვნებთ, ეს წამოწყება ელექტრომობილების მოხმარებას მეტად წაახალისებს და ხელს შეუწყობს ჯანსაღი, ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შენებას. გვჯერა, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების საფუძველზე, ერთად შევძლებთ უკეთესი მომავლის შექმნას, სადაც ყველა ჩვენგანი უფრო კომფორტულ და ჯანსაღ გარემოში იცხოვრებს.

Businesspartner