ბიზნესი
12/10/2022

"ხის სახლების წარმოებას ცივილიზებული ფორმა მიეცემა" - ასოციაცია დაარსდა

საქართველოში ხის სახლების მწარმოებელთა ასოციაცია დაარსდა. მასში უკვე რამდენიმე კომპანიაა გაერთიანებული, გეგმები კი დიდია. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ასოციაციის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა ირაკლი ლომიძემ განუცხადა, ასოციაციის მიზანია, ქვეყანაში ხის სახლების წარმოებას ცივილიზებული ფორმა მიეცეს.

„იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში ხის სახლებზე მოთხოვნა ყოველდღიურად მზარდია, გამოჩნდა ე.წ ხელოსნების ჯგუფები, რომლებიც რაღაცებს აშენებენ ყველა ტექნოლოგიის დარღვევით და იმიჯს ულახავენ ხის სახლებს. ქვეყანაში არ არსებობს კანონდებლობა ამ მიმართულებით. არადა, მთელს მსოფლიოში არსებობს ხის სახლების მშენებლობის სტანდარტი. სწორედ ამიტომ, ჩვენი მიზანია შევიმუშავოთ კანონმდებლობა, გავხსნათ ასევე სასწავლებელი, სადაც კვალიფიციურ კადრებს მოამზადებენ. სხვათა შორის, მომავალ წელს წიგნიც გამოიცემა სასწავლებლებისთვის, სადაც მეთოდიკა იქნება მოცემული, თუ როგორ უნდა აშენდეს ხის სახლები“, - განუმარტა „ბიზნესპარტნიორს“ ირაკლი ლომიძემ.

მან ბაზარზე არსებული ზოგადი ვითარებაც მიმოიხილა. როგორც ცნობილია ირაკლი ლომიძე კომპანია Kohi.ge-ის დამფუძნებელიცაა. „წლიდან წლამდე ხის კოტეჯებსა და სახლებზე საქართველოში მოთხოვნა  რეკორდულად იზრდება. ადრე თუ ხის კოტეჯეს მხოლოდ აგარაკებისთვის გვიკვეთავდნენ, ახლა უკვე მუდმივ საცხოვრებლებადაც იყენებენ. გარდა ამისა, ტურიზმის სექტორის განვითარების კვალდაკვალ, მაღალია შეკვეთები ამ თვალსაზრისითაც“, - ამბობს ირაკლი ლომიძე.

მან ფასებზეც ისაუბრა და თქვა, რომ რუსეთ-უკრაინის ომიდან გამომდინარე, რამაც ნედლეულის გაძვირება და ლოგისტიკური ხარჯების გაზრდა განაპირობა, ხის კოტეჯები გაძვირდა.

„ამჟამად, კვადრატული მეტრის ფასი 750 ლარიდან- 1500 ლარამდე მერყეობს. რაც შეეხება ექსპორტს, ის სრულად შევაჩერეთ საქართველოდან, ვინაიდან ტრანსპორტირების ხარჯები 2-3-ჯერ გაგვიძვირდა, ამიტომ, ჩვენი ქვეყნიდან ექსპორტი მომგებიანი აღარ არის, თუმცა გვაქვს წარმომადგენლობა ბულგარეთში, სადაც მცირე წარმოებას ვფლობთ და იქიდან ვახროციელებთ ექსპორტს ევროპის რამდენიმე ქვეყანაში“, - დასძინა Kohi.ge-ის დამფუძნებელმა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

ირაკლი კოვზანაძე: სადაზღვევო ბაზარს განვითარების პერსპექტივა აქვს
04

08/04/2022
ეკონომიკა

"მასიური მარცხი" გლობალური ეკონომიკისთვის" - რუსეთ-უკრაინის ომი რიცხვებში
05

19/04/2022
ბიზნესი

ავტოიმპორტიორები გამოწვევების პირისპირ - რა შეღავათს ითხოვს ასოციაცია
06

09/05/2022