ბიზნესი
03/05/2022

"ხემსი" ბაზარზე ხილის ჩაის გამოიტანს

ჩირის მწარმოებელი კომპანია "ხემსი", ახალი სეზონიდან, მომხმარებლებს ხილის ჩაის შესთავაზებს, რომლიც რამდენიმე სახეობის ხილის დაქუცმაცებული ნაწილაკებისგან შედგება: ვაშლი, მარწყვი, კივი, ფორთოხალი, დანამატად კი ქართული შავი ჩაი აქვს.

"ხემსის" დამფუძნებელი "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, რომ ხილის ჩაი არის დასაყენებელი და გამაჯანსაღებელ-სარელაქსაციო დანიშნულება აქვს.

"წარმოებაში არ ვიყენებთ დანამატს და ქიმიურ ნივთიერებას. ამ ეტაპზე ვმუშაობთ, რომ ჩვენს ნატურალურ ჩაის საბოლოო, სარეალიზაციო სახე მივცეთ, შეფუთვაც დავხვეწოთ და უფრო დიდ მასშტაბზე გავიდეთ. ამჟამად კი პროდუქტი ხელმისაწვდომია ადგილობრივად, ხაშურში და თბილისში, რამდენიმე წერტილოვან ობიექტზე. პროექტს კერძო ინვესტიციით ვახორციელეებთ, თუმცა დაფინანსების წყაროებსაც აქტიურად ვეძებთ."– ამბობს, სოფია გოგინაშვილი.

მომხმარებელს "ხემსის" პროდუქციის შეძენა ონლაინ, გამოწერის საშულებითაც შეუძლიათ. რაც შეეხება ფასებს, ჩაის 100 გრ პროდუქციის ფასი 7–9 ლარის ფარგლებში იქნება, შემადგენლობის მიხედვით.

"ვცდილობთ გავითვალიწინოთ წინა წლების გამოცდილება და ჩვენი წარმოება კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ, ამასთან კომპანიის პრიორიტეტი ხარისხის შენარჩუნება, ხელმისაწვდომობა და მომხმარებლისთვის სიახლებიის შეთავაზებაა"–ამბობს საწარმოს დამფუძნებელი.

შეგახსენებთ, რომ "ხემსის" ჩირიქართული ხილის ნედლეულზე უშაქროდ და ყველანაირი დანამატების გარეშე მზადდება. კომპანია ხაშურში, პანდემიის დროს შეიქმნა და სეზონური ხილით ჩირის უკვე მრავალ სახეობას აწარმოებს. ასევე, ადგილობრივი ბაზრის ათვისებასთან ერთად "ხემსის" ჩირეული უკვე დედაქალაქშიც იყიდება.