ხელნაკეთი მოსაწვევები & საქორწილო აქსესუარები: მოთხოვნა პანდემიამდელ ნიშნულს უბრუნდება
ლიკუნა კოტეტიშვილს საქორწილო აქსესუარების დამზადების იდეა საკუთარი ქორწილის შემდეგ გაუჩნდა. დღეს კი კომპანია მომხმარებელს სხვადსხვა სახის საქორწილო მომსახურებასა და აქსესუარებს სთავაზობს.
როგორც "ხელნაკეთი მოსაწვევები & საქორწილო აქსესუარების" დამფუძნებელი "ბიზნესპარტიორთან" ყვება, ქორწილში მის მიერ დამზადებულმა დეკორაციამ დიდი მოწონება დაიმსახურა და სწორედ აქედან წამოვიდა იდეა ეს ყველაფერი ბიზნესად ექცია.
"პირადად ჩემთვის, ეს არის სფერო, სადაც სილამაზე და ესტეთიკა ყველაზე მაღალ ხარისხშია აყვანილი. ამჟამად საკუთარ სახლში მაქვს მოწყობილი სახელოსნო, სადაც მზადდება: კელაპტრები, მოსაწვევი ბარათები, თმის აქსესუარები, გვირგვინები, დიადემა, მეჯვარის სამაჯურები, ბუტონერი, სასედოფლო კაბის საკიდები, სხვადსხვა სახის ბოქსები და სხვა. სამკაულოებს მანამდეც ვქმნიდი და ხელსაქმე უცხო არ იყო ჩემთვის. თუმცა, ამ საქმეში მთელ ჩემს რესურს ვდებ, რომ შედეგი მაქსიმალურად იდეალური გამოვიდეს.
დმკვეთის სურვილის და გემოვნების გათვალისწინებით თითოეულ დეტალს სიფრთხილით ვეკიდებით, საკმაოდ შრომატევადი საქმიანობაა."–ამბობს ლიკუნა კოტეტიშვილი.
აქსესუარების შეძენა ამ ეტაპზე მხოლოდ ონლაინ არის შესაძლებელი, თუმცა, როგორც კომპანიაში აცხადებენ, სამომავლო გეგმაშია შოურუმის გახსნა, სადაც მომხმარებლები ადგილზე შეძლებენ შეძენას. რაც შეეხება ფასებს, დამოკიდებულიან დამკვეთის სურვილსა და ნამუშევრის სირთულეზე.
გაყიდვები ნორმალურია, პანდემიამ ბევრი გამოწვევის წინაშე დაგვაყენა და ნელ–ნელა ძველებულ რეჟიმს ვუბრუნდებით. ყველაზე მოთხოვნადია ჯვრისწერის კელაპტრები, თაიგულები და სამაჯურები. ამჟამად ორი ადამინი ვაკეთებთ ყვფელაფერს, თუმცა გრძელვადიანი გეგის მიხედვით, ჩვენი ბრენდი აუცილებლად გახდება ფართომასშტაბიანი და უფრო მრავალფეროვანი სერვისებს შესთავაზებს მომხმარბლებს. ამისათვის საგრანტო კონკურსებში მონაწილეობასაც განვიხილავთ,"–აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.
შეგახსენებთ, რომ კომპანია "ხელნაკეთი მოსაწვევები & საქორწილო აქსესუარები" 2014 წელს, კერძო ინვესტიციით დაარსდა.