ბიზნესი
17/02/2021

ხელნაკეთი ხის საათების ბრენდი Delonix-ი მუშაობის განახლებას პანდემიის დასრულების შემდეგ გეგმავს

ხელნაკეთი ხის საათების ბრენდი Delonix-მა პანდემიის გამო მუშაობა დროებით შეაჩერა, თუმცა, ეპიდემიის დასრულების შემდეგ საქმიანობის განახლებას აქტიურად განიხილავს.

როგორც ბრენდის ერთ-ერთი დამფუძნებელი ლევენ კირცხალია „ბიზნესპარტნორთან“ აცხადებს, პროდუქცია ბაზარზე აქტიურად იყიდებოდა, თუმცა, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, მოსახლეობამ უპირატესობა პირველადი მოხმარების პროდუქციას მიანიჭა და აქსესუარები უფრო ფუფუნების საგნებად დარჩა, შესაბამისად, შემცირდა გაყიდვები. 

„პანდემიამ ზეგავლენა მოახდინა როგორც წარმოებაზე ისე მსყიდველუნარიანობაზე, რადგან ხალხმა ფუფუნების საგნებს ვერ ყიდულობს. ამიტომ მივიღეთ საქმიანობის დროებით შეჩერების გადაწყვეტილება. ველოდებით ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ფონის და გარემოს გაუმჯობესებას, რათა უკეთესად შევძლოთ დაგეგმვა,“ - აცხადებს კირცხალია.

მისი განმარტებით, ხის საათები ხელით მზადდება, მექანიზმები კი ჩინეთიდან შემოაქვთ.

კომპანიას საქმიანობის გასაახლებლად დაახლოებით 10 000 დოლარის ფინანსური რესურსი სჭირდება, მომავალში კი ახალი, ინოვაციური დიზაინის საათების გამოშვებასაც გეგმავს.

Delonix 4 წლის წინ დაფუძნებული ქართული ბრენდია, რომელიც ინოვაციური დიზაინის ხის საათებს აწარმოებს. კომპანია სამმა მეგობრებმა ლევან კირცხალიამ, ლუკა და ბექა მახარობლიშვილებმა 2017 წელს დააფუძნეს. საათების ფასი 150-250 ლარის ფარგლებში მერყეობს. ბრენდი დამფუძნებლების მიერ მოწყობილ საწარმოში იქმნება და ბაზარზე ონლაინ გაყიდვაში იყო წარმოდგენილი.