ბიზნესი
19/04/2023

კერამიკო: ნედლეულზე ფასი მზარდია, ამიტომ პროდუქციის გაძვირება გვიწევს

ქართული სტარტაპების ნაწილი   ბაზარზე არსებულ გამოწვევებზე „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრობს. როგორც „კერამიკოს“ თანადამფუძნებელი თათა პაჭკორია აცხადებს, ერთ-ერთი ასეთი გამოწვევა ნედლეულზე ფასის ზრდაა, რაც საბოლოოდ ზრდის თვითღირებულებას და პროდუქტს აძვირებს.

მისი განცხადებით, წინა წლებთან შედარებით ნედლეულზე ფასები საგრძნობლადაა გაზრდილი.  მეტიც, ის ყოველთვიურად სულ უფრო მზარდია.

 „კერამიკო“ ქართული სტარტაპია, რომელიც თიხისაგან განხვავებულ ჭიქებს, სამკაულებსა და სუვენირებს ამზადებს.

ნაწარმის დასამზადებლად, სტარტაპი ძირითადად  ქართულ წითელ თიხას იყენებს, რომელსაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ყიდულობს, თუმცა, ასევე იყენებს თურქულ თეთრ თიხასა და საღებავებს, რომელიც საქართველოში არ მოიპოვება.

„ვცდილობთ შევინარჩუნოთ ჩვენი ფასები, მაგრამ სამწუხაროდ მაინც გვიწევს ფასის მომატება, რადგან მასალა ძვირდება.“- განმარტავს სტარტაპის თანადამფუძნებელი.

“კერამიკოს“ პროდუქციის შეძენა სხვადასხვა ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენებზეა შესაძლებელი, პროდუქცია იყიდება ონლაინაც. სტარტაპის მიერ წარმოებული პროდუქციის ფასი 10 ლარიდანაა.

აღსანიშნავია, რომ სტარტაპი უახლოეს მომავალში „აწარმოე საქართველოში“-ს საგრანტო პროგრამაში მონაწილეობას აპირებს. დაფინანსების შემთხვევაში „კერამიკო“ წარმოების გაზრდას გეგმავს.

შეგახსენებთ,  ქართული სტარტაპი „კერამიკო“ საოჯახო ბიზნესია. კომპანია 7 წელია სხვადასხვა სახეობის თიხისაგან სუვენირებს, აქსესუარებსა და სამკაულს ამზადებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023