ბიზნესი
07/07/2023

"კაზმე“ 2024 წელს ბრენდული მაღაზიის გახსნას გეგმავს

მომავალი წლის გაზაფხულზე ბავშვის ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანია „კაზმე“ მაღაზიის გახსნას გეგმავს. ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის თანადამფუძნებელმა, ლიგური  ბეროშვილმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე მაღაზიის გახსნა მხოლოდ იდეაა და მისი აღსრულების საკითხი მოთხოვნასა და გარემო პირობებზეა დამოკიდებული.

რაც შეეხება წარმოებას, კომპანია ამ ეტაპზე ბავშვის ტანსაცმლის ხაზს აწარმოებს, რომელიც ნაციონალური სამოსის ელემენტებითაა შეკერილი.

ნედლეულის უმეტესი ნაწილი შედარებით დაბალი ფასის გამო, „კაზმეს“ ჩინეთიდან და თურქეთიდან შემოაქვს, თუმცა, გარკვეულ დეტალებს საქართველოშიც ყიდულობს. 

„ჯერჯერობით მხოლოდ ბავშვის ხაზი გვაქვს წარმოდგენილი, თუმცა შეკვეთით დიდ სამოსსაც ვამზადებთ. სამომავლოდ კი, მოთხოვნიდან გამომდინარე გვინდა ეს ხაზიც ავამოქმედოთ. 

ძირითადად, ჩვენ რასაც ვკერავთ, მისი 40-50% საექსპორტოდ იგზავნება, უმეტესწილად ამერიკაში. „ -აცხადებს ბეროშვილი.

აღსანიშნავია, რომ „კაზმე“ ტანსაცმელს თბილისში, საკუთარ საწარმოში (ქეთევან წამებულის N92) კერავს და მომხმარებელს მოდელების დათვალიერება ადგილზევე შეუძლია. თუმცა, როგორც მაღაზიის თანადამფუძნებელი განმარტავს, ძირითადად პროდუქციის რეალიზაცია ონლაინ ხდება.

ამ ეტაპზე კომპანიაში 5 ადამიანია დასაქმებული და გაფართოების შემთხვევაში, კადრების დამატება იგეგმება.

ცნობისთვის, ბავშვის ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანია „კაზმე“ საქართველოს ბაზარზე 3 თვეა ოპერირებს. 

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023